კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
15:29 / 13-09-2017
გაიცანით საქართველოს ყველაზე ჭკვიანი მოსწავლე, რომელმაც სკოლის 8 საგანში უმაღლესი შეფასება მიიღო
8 საგანში უმაღლესი 10 ქულიანი შეფასება და ყველაზე ჭკვიანი სკოლადამთავრებულის სტატუსი - ნიკა ბეჭვაია საქართველოს მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ბავშვია.

"სკოლაში შესვლის პირველივე დღიდან ვიცოდი, რომ კარგად უნდა მესწავლა. სხვანაირად ვერც წარმომედგინა. ღამეები არასდროს გამითენებია, თუმცა წიგნებს საკმარის დროს ვუთმობდი" - აღნიშნავს ნიკა AMBEBI.GE-თან საუბრისას.

ნიკა რუსთავში მშობლებთან, ბებიასთან და პატარა ძმასთან ერთად ცხოვრობს. რუსთავის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლე საკუთარ წარმატებაში სკოლის დიდ წვლის ხედავს.



"მნიშვნელოვანია, რას იღებ სკოლიდან. მე ამ მხრივ გამიმართლა. ინფორმაციის დიდ ნაწილს მასწავლებლები მაძლევდნენ", - გვეუბნება
ნიკა.

თავისუფალ დროს კითხვას უთმობს. გურამ დოჩანაშვილის "სამოსელი პირველი" და კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენა" საყვარელი წიგნების სიაში პირველ ადგილს იკავებს.

უყვარს ფეხბურთი, კალათბურთი. სკოლაში უპირატესობას მათემატიკას ანიჭებდა. ამბობს, რომ მნიშვნელოვანია მიზნის დასახვა და მის მისაღწევად დიდი შრომის გაწევა.

რამდენიმე კვირის წინ მთავარ მიზანს მიაღწია. ის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის სტუდენტი გახდა, თანაც ასპროცენტიანი სახელმწიფო გრანტით!

"ვეცდები გამოვიდე წარმატებული ბიზნესმენი ან ამ სფეროში მოღვაწე ადამიანი. თუ სურვილი გაქვს, მიუღწეველი არაფერია", - გვეუბნება ნიკა.

ეკა მელიქიძე
AMBEBI.GE

18:18 / 13-09-2017
ხათუნა
0
გაიხარე შვილო, იმრავლოს შენისთანებმა ჩვენ ქვეყანაში
16:17 / 13-09-2017
giorgi
0
ყოჩაღ, შვილო, წარმატებები! ასე გააგრძელე, სიზარმაცემ არ გძლიოს და არ მოსუსტდე!
მსგავსი სიახლეები
"არსებობს ჯანსაღი ცხოვრების წესი და ის აუცილებლად გაგრძელდება”
მოსწავლეებს იძულებით დააწერინეს განცხადებები, თითქოს მასწავლებელმა ბავშვებს შეურაცხყოფა მიაყენა და სცემა
"ახალი პროგრამის მიხედვით, მეოთხე კლასიდან მოსწავლეებმა აფხაზური ენაც უნდა ჩააბარონ..."
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სექტემბერში 15-მდე სკოლის კვების ობიექტი შეამოწმა
როცა დედას სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინდა, იძულებული გავხდი კვლევა ჩამეტარებინა, რასთან გვქონდა საქმე
პირველ გაკვეთილს მესამეკლასელ მოსწავლეებთან ერთად მათი მშობლებიც დაესწრებიან
განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ სკოლების საპირფარეშოებში ჰიგიენის ნორმები დაცულია
ამ შედეგით საქართველო ევროპის სამ უძლიერეს ქვეყანას შორის მოხვდა
ბავშვის აღზრდაში ოჯახთან ერთად სკოლას უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:11 / 19-11-2017  Image კახა კალაძე - მომავალში მშენებლობებზე ნებართვების გაცემა განსხვავებული იქნება
"სამწუხაროდ, რაც აშენდა, იმას ვერაფერს ვუზამთ"
20:55 / 19-11-2017  Image ფოთის პორტში უკრაინული ბორანი შემოვიდა, რომელზეც, სავარაუდოდ, უკრაინიდან დეპორტირებული ქართველები იმყოფებიან
მათ შორის უნდა იყოს "რუსთავი 2"-ის კიევის ბიუროს ოპერატორი თამაზ შავშიშვილი
12:19 / 19-11-2017  Image რუსეთში შექმნილ iPhone X-ზე შავი ხიზილალა, ქვეყნის გერბი და ჰიმნია გამოსახული
კომპანიამ კიდევ ერთი ექსკლუზიური მოდელი შექმნა, რომელიც მოსკოვში ბინის ფასი ღირს
16:33 / 13-01-2017  Image 10 წესი, როგორ მოიზიდოთ ფული - ძველი ჩინური სიბრძნე
ფენ შუი უძველესი ჩინური სიბრძნეა, რომლის მიხედვითაც სამყარო ერთი დიდი ორგანიზმია და
16:15 / 18-11-2017  Image სექსრობოტ სამანტაზე მოთხოვნა იმდენად დიდია, მწარმოებლებს საჭირო რაოდენობის დამზადება უჭირთ
სილიკონის სამანტას მუქი ყავისფერი თმა აქვს, მწვანე თვალები და რეალურის მსგავსი სასქესო ორგანოები
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49