კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
15:29 / 13-09-2017
გაიცანით საქართველოს ყველაზე ჭკვიანი მოსწავლე, რომელმაც სკოლის 8 საგანში უმაღლესი შეფასება მიიღო
8 საგანში უმაღლესი 10 ქულიანი შეფასება და ყველაზე ჭკვიანი სკოლადამთავრებულის სტატუსი - ნიკა ბეჭვაია საქართველოს მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ბავშვია.

"სკოლაში შესვლის პირველივე დღიდან ვიცოდი, რომ კარგად უნდა მესწავლა. სხვანაირად ვერც წარმომედგინა. ღამეები არასდროს გამითენებია, თუმცა წიგნებს საკმარის დროს ვუთმობდი" - აღნიშნავს ნიკა AMBEBI.GE-თან საუბრისას.

ნიკა რუსთავში მშობლებთან, ბებიასთან და პატარა ძმასთან ერთად ცხოვრობს. რუსთავის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლე საკუთარ წარმატებაში სკოლის დიდ წვლის ხედავს.



"მნიშვნელოვანია, რას იღებ სკოლიდან. მე ამ მხრივ გამიმართლა. ინფორმაციის დიდ
ნაწილს მასწავლებლები მაძლევდნენ", - გვეუბნება ნიკა.

თავისუფალ დროს კითხვას უთმობს. გურამ დოჩანაშვილის "სამოსელი პირველი" და კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენა" საყვარელი წიგნების სიაში პირველ ადგილს იკავებს.

უყვარს ფეხბურთი, კალათბურთი. სკოლაში უპირატესობას მათემატიკას ანიჭებდა. ამბობს, რომ მნიშვნელოვანია მიზნის დასახვა და მის მისაღწევად დიდი შრომის გაწევა.

რამდენიმე კვირის წინ მთავარ მიზანს მიაღწია. ის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის სტუდენტი გახდა, თანაც ასპროცენტიანი სახელმწიფო გრანტით!

"ვეცდები გამოვიდე წარმატებული ბიზნესმენი ან ამ სფეროში მოღვაწე ადამიანი. თუ სურვილი გაქვს, მიუღწეველი არაფერია", - გვეუბნება ნიკა.

ეკა მელიქიძე
AMBEBI.GE

18:30 / 17-09-2017
100–იანი
0
მხოლოდ ჭკვიანი კი არა,კეთილი ფისომოყვარულიც ყოფილა!
გამოეხმაურე / 0 /
22:19 / 15-09-2017
lela
1
საბედნიეროდ ბევრი ბავშვი ვიცი ვინც 8 საგანში 10 მიიღო,{წინა წლებში} ეს ბავშვები ძალიან წარმატებული სტუდენტები არიან! წარმატებები ნიკას და სხვებსაც!
გამოეხმაურე / 0 /
მსგავსი სიახლეები
კაბინეტში, სადაც მე-7 კლასის მოსწავლეებს რუსული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი უტარდებოდათ, "მოლოტოვის კოქტეილი" შეაგდო
"ვართმევთ თამაშის დროს და მოტივაციას საფრთხეს ვუქმნით"
ადამიანებს, ვისი შემოსავალიც მილიონებით განისაზღვრება, ხელი საუკეთესო სასწავლებლებზე მიუწვდება
ყველაზე რელიგიური ქვეყნების სათავეში იორდანია, იემენი, ეგვიპტე, ინდონეზია და ყატარი არიან
"თქვენი სამინისტრო სამშობლოდან ჩემი და ათიათასობით დედის გადახვეწაშია დამნაშავე!"
როგორც ვაჩეიშვილი აცხადებს, ჩხუბში საკმაოდ ბევრი მოსწავლე მონაწილეობდა და მიზეზი უცნობია
"არსებობს ჯანსაღი ცხოვრების წესი და ის აუცილებლად გაგრძელდება”
მოსწავლეებს იძულებით დააწერინეს განცხადებები, თითქოს მასწავლებელმა ბავშვებს შეურაცხყოფა მიაყენა და სცემა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო...
,,ვინილებიდან აიპოდამდე''-ს მომდევნო თამაშს ,,ზამთრის მუსიკალური მარათონი"...
12:18 / 22-01-2018  Image "რაღაც "ყარს" ქვეყანაში და ამაზე თვალის დახუჭვა კატასტროფის ტოლფასი იქნება" - გია ხუხაშვილი
"ინტერესჯგუფების სურვილი, დადგნენ კანონზე მაღლა და ხელისუფლებას უკარნახონ თამაშის წესები, ნათელია"
16:32 / 22-01-2018  Image დიდებიდან თავშესაფრამდე - ცნობილი ქართველები, რომლებიც კარიერის დასრულების შემდეგ მოხუცთა პანსიონატში მოხვდნენ
შვილის დაღუპვის შემდეგ თვითმკვლელობა ბევრჯერ სცადა, ალკოჰოლსაც მიეძალა...
17:28 / 22-01-2018  Image სარატოვში ძაღლმა მონადირე მოკლა
ექიმები მალევე მივიდნენ, თუმცა დაჭრილის გადარჩენა ვერ მოხერხდა
10:31 / 22-01-2018  Image 10 საინტერესო ფაქტი Amazon.com-ის შესახებ და ახალი შესაძლებლობები საქართველოს მოქალაქეებისთვის
ინტერნეტმაღაზია Amazon.com ელექტრონული კომერციის ერთ-ერთ საწყისად ითვლება. 
17:41 / 22-01-2018  Image რა მოვლენებია მოსალოდნელი 21 იანვრიდან 28 იანვრამდე - უახლოესი დღეების ასტროლოგიური ტენდენციები
"ღმერთების შიკრიკად წოდებული მერკური ამ კვირაში რამოდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს გააკეთებს"

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49