"საქართველოს ბანკში" მომხდარ თავდასხმასა და თვითმკვლელობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

"საქართველოს ბანკში" მომხდარ თავდასხმასა და თვითმკვლელობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

წერეთლის გამზირზე "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღების მცდელობის ფაქტზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველები უყვებიან, ბანკში შეღწევა თავდამსხმელმა იარაღის მუქარით მოახერხა. "საქართველოს ბანკის" აღნიშნულ სერვის ცენტრში მომხმარებელი ვერ შევა, თუ ბანკის პლასიკური ბარათი არ აქვს და სპეციალურ გამხსნელში არ მოათავსებს. თავდამსხმელმა დაცვის თანამშრომელს კარი იარაღის მუქარით გაახსნევინა.

თვითმხილველები ასევე ყვებიან, რომ ბანკის პირველ კარში შესვლისას, დაცვის თანამშრომელმა, რომლისთვისაც ბოროტმოქმედს იარაღი ჰქონდა დამიზნებული, დაუძახა თანამშრომლებს, რომ იყო დაყაჩაღების მცდელობა, რის შემდეგაც მათ სერვის ცენტრში შესასვლელი მეორე კარის დაკეტვა მოასწრეს, ბანკის თანამშრომლებისა და კლიენტების იზოლირება მოახერხეს და პოლიცია გამოიძახეს.

მათივე ინფორმაციით, რამდენიმე წუთში პოლიციის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე მოვიდნენ, რის შემდეგაც ბოროტმოქმედმა გასროლა განახორციელა და თავი მოიკლა.

ერთ-ერთი ვერსიით, "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალის დაყაჩაღების დროს ამჟამად გარდაცვლილ პირს თანამზრახველი ჰყავდა, რომელმაც გაქცევა შეძლო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალებზე არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და კინოლოგები საგამოძიებო ღონისძიების ფარგლებში ჩაერთნენ.

იხილეთ ვიდეო: თვითმხილველის კომენტარი

წაიკითხეთ: შსს-ს განცხადება "საქართველოს ბანკში" თავდამსხმელის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი