ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ოთარ აბესაძეს ოპერაცია ჩაუტარდეს

 ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ოთარ აბესაძეს ოპერაცია ჩაუტარდეს

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე შესაძლოა საოპერაციო გახდეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" აბესაძის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა განუცხადა, უკვე დანიშნულია ექსპერტიზა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით და დასკვნიდან გამომდინარე არ გამორიცხავს, რომ აბესაძეს ოპერაცია ჩაუტარდეს.

"თავისუფლებაზე ყოფნისას მკურნალობდა და ოჯახისგან გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ ის შეიძლება საოპერაციო გახდეს. ამიტომ ვატარებთ ექსპერტიზას. უკვე დავნიშნეთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით ექსპერტიზა და რასაც ექიმები იტყვიან, იქიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავთ, რომ მას ოპერაცია ჩაუტარდეს", - განაცხადა ადვოკატმა და აქვე დასძინა, რომ აბესაძისთვის ჩასატარებელი ოპერაცია საქართველოშიც კეთდება და ოპერაციის გამო მისი საზღვარგარეთ გაყვანა აუცილებელი არ გახდება.

ადვოკატის თქმით, ჯანმრთელობის ამ პრობლემაზე მეტად, უფრო დასაფიქრებელი ოთარ აბესაძის ფსიქოლოგიური მდგომარეობაა.

"ჩემთვის როგორც მისი ადვოკატისთვის, უფრო მნიშვნელოვანია მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობაა. მისი დაკავების დღიდან გვქონდა მოლოდინი, რომ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდებოდა, "შეეგუებოდა" ამ ვითარებას, თუმცა ის ყოველდღე უფრო და უფრო დეპრესიული ხდება. მე ვფიქრობ, ყველაზე საგანგაშო მომენტი ეს არის", - განაცხადა გელაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი