ბორჯომის ხანძრის გამო გამგეობის 11 მოხელე 10 150 ლარის ოდენობის პრემიას მიიღებს, მეხანძრეები კი ჯერ ისევ პრემიის გარეშე არიან

ბორჯომის ხანძრის გამო გამგეობის 11 მოხელე 10 150 ლარის ოდენობის პრემიას მიიღებს, მეხანძრეები კი ჯერ ისევ პრემიის გარეშე არიან

აგვისტოში ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიური მონაწილეობისთვის ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი და გამგეობის რამდენიმე თანამშრომელი ფულად ჯილდოს მიიღებენ.

ამის შესახებ,ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის 7 სექტემბრის ბრძანებაშია ნათქვამი. დოკუმენტის ფოტოები სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გავრცელდა.

"მეხანძრეები ცეცხლს აქრობდნენ და ყიფიანი პრემიას ინიშნავდა სტიქიის გამო. სასწრაფოდ მოითხოვეთ ბორჯომის მეხანძრეებსა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ხელფასები მოუმატონ", - წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში.

დოკუმენტის თანახმად, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიური მონაწილეობისთვის გამგეობის 11 მოხელეზე პრემიის სახით ჯამში 10 150 ლარი გამოიყო. აქედან, ყველაზე მეტი 1 250 ლარი გამგებლის, მისი პირველი მოადგილისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელის სახელზეა გამოწერილი... განაგრძეთ კითხვა bpn.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი