კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
20:38 / 13-09-2017
მზია ორველაშვილმა ახალი სიყვარული იპოვა - "საშასთან გაშორების შემდეგ გადაწყვეტილი მქონდა, რომ არავის შევიყვარებდი, მაგრამ..."
სპორტულ-სამეჯლისო მოცეკვავემ, მზია ორველაშვილმა, ქალური ბედნიერება დაიბრუნა. ბოლო წლებში მის პირადში ბევრი უსიამოვნო რამ მოხდა, მისთვის ძვირფასმა ადამიანებმა გული ძალიან ატკინეს. ახლა კი მის თვალებში ისევ სიხარულის სხივებია - მოცეკვავე შეყვარებულია. მისი რჩეული ტატო ხანთაძე გახლავთ.

ტატოც მოცეკვავეა, ოღონდ ქართულ ცეკვებს ასრულებს. ის "საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის" ანსამბლის სოლისტია. ერთმანეთი უნივერსიტეტის დარბაზში გაიცნეს. როგორ დაიწყო და განვითარდა ეს ურთიერთობა, რომლისგანაც წყვილი დიდ ბედნიერებას ელოდება, ამის შესახებ მზიამ და ტატომ პირველად "სარკეს" გაუმხილეს.

ტატო: მზიკო რამდენიმე თვის წინ, აპრილში გავიცანი. "საქართველოს უნივერსიტეტის" ანსამბლის დარბაზში ვარჯიშობდა, რადგან მისი სტუდიის დარბაზი პროექტის ("ცეკვავენ ვარსკვლავები". ავტ.). მონაწილეებს ჰქონდათ დაკავებული. ერთ-ერთი ვარჯიშის დასრულების შემდეგ ჩემთვის რაღაცის თქმა უნდოდა, ტაშის შემოკვრით დამიძახა, რადგან სახელი არ იცოდა. ამ დღეს გავიცანით ერთმანეთი და დავმეგობრდით.

მზია: ისეთი უახლოესი მეგობრები ვიყავით, ვერც წარმოვიდგენდი, ურთიერთობა სხვა ეტაპზე თუ გადავიდოდა. ჩვენს მეგობრებს კი ყოველთვის ჰქონდათ ეჭვი, რომ ერთმანეთი მოგვწონდა.

-რამდენ ხანს გაგრძელდა თქვენ შორის ეს "გაურკვევლობა"?
ტატო: ივნისში მზიკო ქობულეთში ისვენებდა. მინდოდა, გამეხარებინა და მისი შვილის ნათლიის ძმას, რომელიც ჩვენი მეგობარია, ვუთხარი, ქობულეთში წავსულიყავით. მზიკოს ღამის 11 საათზე ველაპარაკე და დილის 5 საათზე ქობულეთში დავადექი თავზე. სრული ისტერიკა დაემართა.

მზია:
ორ დღეში ბათუმში გადავინაცვლეთ, რადგან იქ საქმიანი შეხვედრები გვქონდა. ბათუმშიც სულ ერთად დავდიოდით. რაღაცას კი ვგრძნობდი, მაგრამ ისეთი ადამიანი ვარ, თუ მამაკაცმა არ გადმოდგა პირველი ნაბიჯი, მე რომ სიგიჟემდე მიყვარდეს, არ ვეტყვი.

ტატო:
ერთ დღეს მე, მზიკო და მისი მეგობარი სანაპიროზე ვიყავით. მზიკო ცოტა ხნით გავიდა და ამ დროს მისმა მეგობარმა მკითხა, რას ვგრძნობდი მზიკოს მიმართ. ვუთხარი, მიყვარს, მაგრამ როგორც მეგობარი-მეთქი.

შემდეგ მე მომიწია გასვლა და უკან რომ დავბრუნდი, მზიკოსგან დიდი სიცივე ვიგრძენი. როგორც მივხვდი, მისმა მეგობარმა არასწორად უთხრა, რომ მის მიმართ გრძნობები მქონდა და ამის გამო გაბრაზდა.

რამდენიმე დღე ასე გაგრძელდა. როდესაც უკვე სამსახურის საქმეზე ერთად მოგვიწია წასვლა, გზაში მომიბრუნდა და მითხრა: "ვიცი, რომ მოგწონვარ და მეც მომწონხარ". თავიდან დავიბენი, იმ შეხვედრაზეც სულ მზიკოს სიტყვები მიტრიალებდა თავში, გამოსვლისას ვუთხარი, მე არ მომწონხარ-მეთქი. მზიკო ბათუმში დარჩა, მე თბილისში დაბრუნება მომიწია, რადგან გასტროლებზე ჩინეთში მივდიოდი.

- როდის მიხვდით, რომ მზია გიყვარდათ?
ტატო: როდესაც თბილისში ჩამოვედი, მაშინ მივხვდი, რომ მიყვარდა. ჩინეთში გამგზავრებამდე ვერ მოვითმინე და მივწერე: "მიყვარხარ" და მისგანაც ანალოგიური პასუხი მივიღე.

მზია: ტატო სანამ ჩინეთში იყო გასტროლებზე, მესიჯების წერაში ღამეებს ვათენებდი. ძალიან მენატრებოდა. ჩემი მეგობრები ტატოს ეუბნებოდნენ ხოლმე, მზიკოს რომ ხედავ, იბნევიო, მაგრამ თავიდან მართლა ვმეგობრობდით.

- მზია, უკრაინელ ქორეოგრაფ საშა ოხრიმენკოსთან გაშორების შემდეგ განაცხადეთ, რომ აღარავინ შეგიყვარდებოდათ. სასიხარულოა, რომ ახლა თვალებგაბრწყინებულს გხედავთ...

მზია: ის ურთიერთობები უკვე წარსულია. მართლაც, საშასთან გაშორების შემდეგ გადაწყვეტილი მქონდა, რომ არავის შევიყვარებდი, მაგრამ დავრწმუნდი, რომ არასოდეს უნდა თქვა "არასოდეს". მადლობა ღმერთს, რომ ტატოს შემახვედრა. მან რადიკალურად შემცვალა. ტატოს გვერდით უბედნიერესი ვარ!

-ტატო,
მზია თქვენი პირველი სიყვარულია?

ტატო: ერთხელ მიყვარდა, ისიც მოცეკვავე იყო, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა არ გაგრძელდა. იმ პერიოდში ჩემს კარიერაზე ვიყავი გადართული, თითქმის 24 საათი დარბაზში ვვარჯიშობდი და მას 3 საათსაც ვერ ვუთმობდი. ასეთ ურთიერთობას ვერ გაუძლო და დავშორდით.

- შესაძლებელია, რომ თქვენს ურთიერთობას ქორწინებაც მოჰყვეს?
ტატო: რა თქმა უნდა, ჩვენს გეგმებში დაქორწინება შედის.

მარი მგალობლიშვილი
ჟურნალი "სარკე"
მკითხველის კომენტარები / 8 /
14 სექტემბერი 2017 14:47
222
0
უჰ, გოუჭირდებოდა :))))))))
14 სექტემბერი 2017 13:45
დოდო
0
მზია შენი თაყვანისმცემელი ვარ, მინდა ბედნიერი იყო
14 სექტემბერი 2017 13:31
goreli2
0
ახალი სიყვარული უპოვია, გიხაროდენ:....აღარც ხვნა გვინდა, აღარც თესვა......
14 სექტემბერი 2017 13:53
)))
1
რას ამბობთ,
ხვნაც უნდა და თესვაც.
14 სექტემბერი 2017 12:43
ასეა ეეს.
0
მეგობრობა- ქალსა და მამაკაცს შორის არ არსებობს.
აუცილებლად გადავა "მეორე ეტაპზე"
14 სექტემბერი 2017 10:39
rusa
0
კარგი გოგოა მიზა, მაგარი მოცეკვავე, წარმატებებს ვუსურევბ!
14 სექტემბერი 2017 09:53
ssss
1
"ძეცკი სად", არა მაინც რა დაწვრილებით ყვებიან რომელმა ვის რა უთხრა და ასე შჰემდეგ ... :)))))
14 სექტემბერი 2017 00:19
luzi
0
მზიკო ისედაც ვიცოდით.რა იქნებოდა სიძის სურათიც დაგედოთ.მიყვარს ეს გოგო, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ქალბატონმა კუზანოვების რძალმა აკადრა უსამართლოდ. წარმატებები მზიკოს და ტატოს.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
მიზეზი, რის გამოც მზია ორველაშვილი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" აღარ მონაწილეობს
''ერთი სული მქონდა საქართველოში ჩავსულიყავი და უბნის ბიჭებისთვის მომეყოლა"
+VIDEO| სამეჯლისო ცეკვებში "საქართველოს თასი 2015"-ის ფინალი გაიმართა
მზიასა და საშას მეჯვარეები მათი უკრაინელი მეგობრები იყვნენ
მოცეკვავე მზია ორველაშვილი და პროექტ ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ქორეოგრაფი
"თუ გავიგე, რომ სადმე ჩემი ზომა ფეხსაცმელი იყიდება, მომწონს-არ მომწონს, მაშინვე ვყიდულობ"
"მათი ტელეეკრანი გამოსახულებას ძალიან "ასუქებს"...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15:53 / 24-09-2017  Image "დროა, დასრულდეს საუბარი თემაზე "დამზადებულია ჩინეთში"
ადამიანები მზად უნდა იყვნენ სამუშაო ბაზარზე მნიშვნელოვანი გარღვევებისთვის
12:05 / 23-09-2017  Image 10 ყველაზე მისტიკური ადგილი დედამიწაზე - ამ ფოტოების თვალიერებისას იფიქრებთ, რომ სხვა პლანეტაზე აღმოჩნდით
ერთი შეხედვით, შეიძლება გვეგონოს, რომ შენს თვალწინ მიწის მონაკვეთია, რომელიც ღრუბლებში დაცურავს
13:13 / 23-09-2017  Image "5 დღის გარდაცვლილები იყვნენ... მეორე ძმა კი ამ ხნის განმავლობაში ბინაში ცხოვრობდა" - რა გახდა გლდანში და-ძმის გარდაცვალების მიზეზი
საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის, 115-ე მუხლით აღიძრა
11:10 / 23-09-2017  Image "შეერთებულ შტატებს "ომი" აქვს რუსეთთან..." - მორგან ფრიმანის ვიდეომიმართვამ რუსები განარისხა
"ემოციური გადატვირთვის მსხვერპლი" - მორგან ფრიმანი რუსული საზოგადოების კრიტიკის ქარცეცხლში
15:44 / 23-09-2017  Image საოცარი სახლი, სადაც ტიციან ტაბიძის და ნინო მაყაშვილის სიყვარული ცხოვრობდა...
მისაღებში ახლაც დგას ის ძველი მრგვალი მაგიდა, რომელზეც ზამთარ-ზაფხულ წითელმიხაკებიანი ლარნაკი იდგა...
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49