კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
21:54 / 13-09-2017
როგორ უნდა ვუმკურნალოთ ანემიას ხალხური მეთოდებით
ცალ-ცალკე გახეხეთ სტაფილო, ჭარხალი და ბოლოკი. სათითაოდ გამოწურეთ წვენი, ჩაასხით მუქ ბოთლში თანაბარი ოდენობით. ბოთლი ცომით შეფუთეთ და სამი საათით შედგით ღუმელში (ნელ ცეცხლზე). თავი არ დაუცოთ, რომ სითხე თავისუფლად აორთქლდეს. მიღებული ნარევი უნდა მიირთვათ ჭამამდე, დღეში სამჯერ, თითო სადილის კოვზი. მკურნალობის კურსი სამი თვე გრძელდება. ეს სისხლნაკლებობისგან თავდასაღწევი უნიკალური მეთოდია!

აიღეთ 3 ს/კ კრაზანა, 2 ს/კ ჭინჭრისდედა, 2 ს/კ მაყვლის ფოთოლი; წვრილად დააქუცმაცეთ, აურიეთ ერთმანეთში და დაასხით სამი ჩ/ჭ მდუღარე წყალი. შეფუთეთ, სამი საათი
გააჩერეთ და გადაწურეთ. მიირთვით დღეში სამჯერ, თითო ჭიქა, ცხელი.

სისხლნაკლებობისა და განლევის დროს, როგორც პოლივიტამინური საშუალება, გამოიყენება ასფურცელას ნაყოფის ნაყენი: 2 ჩ/კ დაასხით ორი ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთი საათი, დაუმატეთ შაქარი გემოვნებით და დღის განმავლობაში მიირთვით 3-4-ჯერ (ანუ მომზადებული ნაყენი 3-4 ულუფად გადაანაწილეთ).

ძალზე სასარგებლოა ახალმომზადებული, უმარილო ბრინჯის ნახარში _ 1/2 ჩ/ჭ, ჭამის წინ.
ყოველდღიურად, უზმოზე, საჭიროა 100 გ გახეხილი სტაფილოს მიღება არაჟანთან ან მცენარეულ ზეთთან ერთად.

წვრილად გახეხეთ ჭარხალი, გამოწურეთ ნახევარი ჩ/ჭ წვენი, დაუმატეთ ერთი ჩ/კ თაფლი, კარგად მოურიეთ. ნარევი სამ ულუფად გადაანაწილეთ და დღის განმავლობაში, ჭამამდე თითო საათით ადრე მიიღეთ. სამკურნალო ნარევი 2-3 კვირის განმავლობაში, ყოველდღე უნდა მოამზადოთ.

როგორი უნდა იყოს რაციონი ანემიის დროს
მედიკამენტური თერაპიის პარა­ლელურად, ანემიის დროს რეკო­მენდებულია დიეტა-თერაპიაც: კერძოდ, სასურველია ცხიმების ზომიერად (70-80 გრამამდე) შემცირება, რადგან ანემიის დროს ხშირად შეინიშნება ცვლილებები ღვიძლში, აგრეთვე ძვლის ტვინის გაცხიმოვნება. ცხიმები თრგუნავს სისხლწარმოქმნას. უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ადვილად ასათვისებელ ცხიმებს _ რძისას, მზესუმზირასას და საზოგადოდ - მცენარეულს... განაგრძეთ კითხვა
კომენტარი ჯერ არ დამატებულა
მსგავსი სიახლეები
სანტა კლაუსის კოსტიუმებში გამოწყობილმა ჯარისკაცებმა, ''JINGLE BELLS''-ის მელოდიის თანხლებით დახვრიტეს...
დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც მეოთხე შვილი ფიზიოლოგიურად გააჩინა
"არ მაინტერესებს, გამოცდას ჩააბარებთ, არ ჩააბარებთ"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
18:12 / 17-01-2018  Image რატომ შევიდა ბაგა-ბაღებში რძის პროდუქტი ღვინის ეტიკეტიანი შეფუთვით? - "მილკოფუდის" განმარტება
"არასწორად ეტიკეტირებული რძის პროდუქტი აბსოლუტურად უსაფრთხოა"
15:25 / 17-01-2018  Image "პატრიარქს სთხოვა მოენათლა, ციხეშივე მონათლეს..." - რას ჰყვება მარეკ დუდაევზე მისი ქართველი ადვოკატი
"ერთხელ მითხრა, ისეთი ცხოვრება მაქვს გავლილი, ნეტავ რატომ გადავრჩიო..."
13:10 / 17-01-2018  Image 3 პირის დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს პატიმრობა შეუფარდეს
ქვლივიძე დარბაზშივე დააპატიმრეს
22:18 / 17-01-2017  Image როცა ლოგინის თეთრეულს ყიდულობთ, ეს უნდა იცოდეთ
ლოგინის თეთრეული დიასახლისის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია
17:23 / 17-01-2018  Image "მაგთიკომმა" ტარიფების გაზრდა დროებით შეაჩერა
"მაგთიკომმა" კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წერილობითი თხოვნა გაითვალისწინა

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49