ავტორი:

როგორი უნდა იყოს კვების რაციონი ანემიის დროს - სისხლნაკლებობის სამკურნალო ხალხური მეთოდები

როგორი უნდა იყოს კვების რაციონი ანემიის დროს - სისხლნაკლებობის სამკურნალო ხალხური მეთოდები

სისხლნაკლებობისგან თავდასაღწევი უნიკალური მეთოდი

ცალ-ცალკე გახეხეთ სტაფილო, ჭარხალი და ბოლოკი. სათითაოდ გამოწურეთ წვენი, ჩაასხით მუქ ბოთლში თანაბარი ოდენობით. ბოთლი ცომით შეფუთეთ და სამი საათით შედგით ღუმელში (ნელ ცეცხლზე). თავი არ დაუცოთ, რომ სითხე თავისუფლად აორთქლდეს. მიღებული ნარევი უნდა მიირთვათ ჭამამდე, დღეში სამჯერ, თითო სადილის კოვზი. მკურნალობის კურსი სამი თვე გრძელდება. ეს სისხლნაკლებობისგან თავდასაღწევი უნიკალური მეთოდია!

***

აიღეთ 3 ს/კ კრაზანა, 2 ს/კ ჭინჭრისდედა, 2 ს/კ მაყვლის ფოთოლი; წვრილად დააქუცმაცეთ, აურიეთ ერთმანეთში და დაასხით სამი ჩ/ჭ მდუღარე წყალი. შეფუთეთ, სამი საათი გააჩერეთ და გადაწურეთ. მიირთვით დღეში სამჯერ, თითო ჭიქა, ცხელი.

სისხლნაკლებობისა და განლევის დროს, როგორც პოლივიტამინური საშუალება, გამოიყენება ასფურცელას ნაყოფის ნაყენი: 2 ჩ/კ დაასხით ორი ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთი საათი, დაუმატეთ შაქარი გემოვნებით და დღის განმავლობაში მიირთვით 3-4-ჯერ (ანუ მომზადებული ნაყენი 3-4 ულუფად გადაანაწილეთ).

ძალზე სასარგებლოა ახალმომზადებული, უმარილო ბრინჯის ნახარში - 1/2 ჩ/ჭ, ჭამის წინ.

ყოველდღიურად, უზმოზე, საჭიროა 100 გ გახეხილი სტაფილოს მიღება არაჟანთან ან მცენარეულ ზეთთან ერთად.

წვრილად გახეხეთ ჭარხალი, გამოწურეთ ნახევარი ჩ/ჭ წვენი, დაუმატეთ ერთი ჩ/კ თაფლი, კარგად მოურიეთ. ნარევი სამ ულუფად გადაანაწილეთ და დღის განმავლობაში, ჭამამდე თითო საათით ადრე მიიღეთ. სამკურნალო ნარევი 2-3 კვირის განმავლობაში, ყოველდღე უნდა მოამზადოთ.

როგორი უნდა იყოს რაციონი ანემიის დროს

მედიკამენტური თერაპიის პარალელურად, ანემიის დროს რეკომენდებულია დიეტა-თერაპიაც: კერძოდ, სასურველია ცხიმების ზომიერად (70-80 გრამამდე) შემცირება, რადგან ანემიის დროს ხშირად შეინიშნება ცვლილებები ღვიძლში, აგრეთვე ძვლის ტვინის გაცხიმოვნება. ცხიმები თრგუნავს სისხლწარმოქმნას. უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ადვილად ასათვისებელ ცხიმებს _ რძისას, მზესუმზირასას და საზოგადოდ - მცენარეულს... განაგრძეთ კითხვა

რა არის სირტუინის დიეტა, რომლითაც ადელმა 22 კილო დაიკლო და ვის შეუძლია მისი დაცვა - ქართველი ნუტრიციოლოგის "ოქროს რჩევები"

"თუ ვაქცინის გაკეთებას ყველას დააძალებენ, ეს ეშმაკისეული მოქმედება იქნება" - მეუფე ნიკოლოზი მეუფე საბას ეხმაურება

"არც ერთი ექიმი პაციენტისგან არ დაინფიცირებულა, ყველა რომელიღაც კლასტერიდან იყო" - ავთანდილ თალაკვაძე