ხის დაცემის შედეგად კახეთში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

ხის დაცემის შედეგად კახეთში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

ხის დაცემის შედეგად თელავის რაიონში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. 35 წლამდე მამაკაცს შუამთის ტყეში ხე დაეცა.

"ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტის ინფორმაციით, მამაკაცი ხის მოჭრას ცდილობდა, როდესაც მოჭრილი ხე მას დაეცა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტი ღრმა კომატოზურ მდგომარეობაში იყო და ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი