ლიბიაში თურქული გემი დააკავეს, რომლის ეკიპაჟის 3 წევრი ქართველია

ლიბიაში თურქული გემი დააკავეს, რომლის ეკიპაჟის 3 წევრი ქართველია

ლიბიაში, ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი თურქული გემის დაკავებული მეზღვაურებიდან სამი ქართველია. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა მამუკა ახალაძემ დაუდასტურა.

ახალაძის ინფორმაციით, გემზე ეკიპაჟის 11 წევრი იმყოფებოდა, საიდანაც სამი ქართველია, მათ შორის გემის კაპიტანიც.

"გემი 30 აგვისტოს დააკავეს ლიბიაში. ჩვენთვის ცნობილი ამ ინფორმაციის შესახებ გუშინ საღამოს გახდა ერთ-ერთი მეზღვაურის ოჯახის წევრისგან. ეკიპაჟის წევრები დაკავებულები არიან და წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. მიმდინარეობს წინასასამართლო მოკვლევა. დაკავება, სავარაუდოდ, გემის ტვირთს უკავშირდება - არალეგალური ტვირთით არალეგალურ ნაოსნობას. თუმცა, დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს. ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტროც და მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება", - განაცხადა ახალაძემ.

მისივე ინფორმაციით, რაიმე სახის უარყოფითი ინფორმაცია დაკავებული მეზღვაურების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არ აქვთ.

"ახლა მიმდინარეობს პროცესი, ძალიან რთულია ლიბიაში რაიმეს გარკვევა და დაზუსტება, მაგრამ ყველა უწყება ჩართულია და საერთშაორისო დონეზე ვცდილობთ ინფორმაციის დაზუსტებას", - განაცხადა ახალაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი