ხანძარი შავნაბადას მონასტერთან - ცეცხლი კელიას გაუჩნდა

ხანძარი შავნაბადას მონასტერთან - ცეცხლი კელიას გაუჩნდა

შავნაბადას მამათა მონასტრის ტერიტორიაზე კელია იწვის. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი ორსართულიან შენობას მოედო, სადაც მონასტრის ბერების კელიებია განთავსებული.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 25 მაშველი მუშაობს. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მისი სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

სასულიერო პირები მომხდარზე ჟურნალისტებთან არ საუბრობენ, თუმცა არსებული ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ანთებული სანთელი გახდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი