საქართველოს საგარეო უწყება - ლიბიაში დაკავებული გემის ეკიპაჟის ქართველ წევრებთან დაკავშირებით, ინფორმაციის მოკვლევა მიმდინარეობს

საქართველოს საგარეო უწყება - ლიბიაში დაკავებული გემის ეკიპაჟის ქართველ წევრებთან დაკავშირებით, ინფორმაციის მოკვლევა მიმდინარეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიბიაში დაკავებული გემის ეკიპაჟის ქართველ წევრებთან დაკავშირებით, ინფორმაციის მოკვლევა მიმდინარეობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, შეტყობინება გუშინ მიიღეს.

"გუშინ მივიღეთ ჩვენ ეს ინფორმაცია და მას შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტრო თავისი არხებით ცდილობს დეტალების გარკვევას", - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

საგარეო საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ ვინ არის ჩართული ინფორმაციის მოკვლევის პროცესში.

ლიბიაში, ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი თურქული გემი 30 აგვისტოს დააკავეს, თუმცა ამის შესახებ ქართული მხარისთვის ცნობილი გუშინ გვიან საღამოს გახდა.

დაკავებული მეზღვაურებიდან სამი ქართველია, მათ შორის გემის კაპიტანიც. დაკავება სავარაუდოდ, არალეგალური ტვირთით არალეგალურ ნაოსნობას უკავშირდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი