დავით ოქიტაშვილმა პროფკავშირების თავმჯდომარეობის თანამდებობიდან კანდიდატურა მოხსნა

დავით ოქიტაშვილმა პროფკავშირების თავმჯდომარეობის თანამდებობიდან კანდიდატურა მოხსნა

გაერთიანებული პროფკავშირები დღეს ახალ თავმჯდომარეს ირჩევს. მე-8  საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა სასტუმრო "ჰუალინგში" დილიდან მიმდინარეობს. სასტუმროს გარე პერიმეტრზე პოლიციაა მობილიზებული.

ყრილობაზე პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა, შემდეგ კი პროფკავშირული აქტივის მედლებით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. პროფკავშირების 213 დელეგატიდან ყრილობაში 194 მონაწილეობს.

დღევანდელი ყრილობის მთავარი თემაა პროფკავშირების თავმჯდომარის არჩევა, სადაც სამი კანდიდატია წარმოდგენილი - გაერთიანების მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი და ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე ამირან ზენაიშვილი.

მოგვიანებით, დავით ოქიტაშვილმა გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეობის თანამდებობიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ ოქიტაშვილმა განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

"მე ამ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებ, რადგან იმ არჩევნებით, რაც დღეს გაიმართება, გაიმარჯვებს პეტრიაშვილი. ჩემი გადაწყვეტილებით მტკიცდება, რომ მთავრობის კანდიდატი არ ვარ და ასევე ჩანს, რომ მთავრობა არ ერევა პროფკავშირების საქმიანობაში", - განაცხადა ოქიტაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი