კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
15:16 / 14-09-2017
რატომ მუშაობს მაღაზიაში კონსულტანტად საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი სკოლადამთავრებული, რომელიც ასტროფიზიკოსობას აპირებს
მარიამ ჯელაძე 2016 წელს საქართველოში ყველაზე ჭკვიანი სკოლადამთავრებული გახდა. მან და მისმა კლასელმა, ლაშა ჭიპაშვილმა სკოლის საატესტატო გამოცდების რვავე საგანში 10 ქულა მიიღეს. ერთი წლის წინ AMBEBI.GE-სთვის მიცემულ ინტერვიუში, მარიამი გამოტყდა, რომ მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობაზე ოცნებობს და თვლის, რომ წარმატებას მიზანდასახულობა განსაზღვრავს.

ერთი წლის განმავლობაში, მარიამის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. წარმატებული მოსწავლე დღეს უკვე წარმატებული სტუდენტია - ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტზე სწავლობს. როგორც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამორჩეულმა სტუდენტმა, პირველივე წელს 1000-ლარიანი სტიპენდია დაიმსახურა უნივერსიტეტისგან. ასტროფიზიკა მარიამის მომავალი პროფესიაა. აინტერესებს სფერო, რომელიც ბოლომდე არ არის
გამოკვლეული და საკუთარი წვლილის შეტანასაც აპირებს.

"ყოველთვის დიდ დროს ვუთმობდი სწავლას, თუმცა მივხვდი, რომ ეს საკმარისი არ არის. სწავლასთან ერთად, გჭირდება თვისებები, რომელიც ცხოვრებაში წარმატების მიღწევაში დაგეხმარება. ეს ზაფხული იმისთვის გამოვიყენე, რომ სხვა კუთხითაც განვვითარებულიყავი" - ამბობს საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი მოსწავლე.

იმის გამო, რომ საკუთარი ძალები სხვა სფეროშიც ეცადა, მარიამი სამუშაოდ სუპერმარკეტში, კონსულტანტის პოზიციაზე მოეწყო. ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილება, პასუხისმგებლობა - ეს ის თვისებებია, რომელიც აქ მუშაობის პერიოდში შეიძინა.

"ჩემთვის მაღაზიაში მუშაობა გამოწვევა იყო, იქიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ გონებრივ შრომას ვიყავი მიჩვეული. შრომისმოყვარეობა დამეხმარა და გამოწვევას წარმატებით გავუმკლავდი", - ამბობს მარიამი.

გრაფიკის შეუთავსებლობის გამო, სწავლის დაწყებასთან ერთად მარიამი სამსახურს დაემშვიდობება. წინ დატვირთული, ახალი სასწავლო წელია. მომავალი ასტროფიზიკოსი გაცვლით პროგრამებში მონაწილეობასა და სამეცნიერო სფეროში წვლილის შეტანას გეგმავს.

ეკა მელიქიძე
AMBEBI.GE
12:09 / 15-09-2017
სიმონი ჭოჭუა
0
ნიჭიერი ადამიანი და პოპულარობა სხვადასხვა მცნება, არ არის აცილებელი იმისთვის რომ პოპულარული ნიჭი, ეს სხვა თემა მერე რა რომ მარიამი კონსულტანტად მუშაობდა რა არის ამაში გასაკვირი რამდენი გენიოსია და სად მუშაობენ ეს მათი საქმეა,მამჩემა წიგნი გამოუშვა თვითონ კი რკინიგზაზე მუშაობდა ახლა ახსენდებათ პრესის წარმომადგენლებს თუ სად მუშაობენ გენიოსები თუ ხართ დაინთერესებული მობრძანით და გეტყვით თუ სად უწევდა მამაჩემს წიგნის წერა არ გაინტერესებთ?მარიამს კი წარმატებებს ვუსურვებ.
11:06 / 15-09-2017
შრომა საჭიროა
0
აი, ამიტომაა ჭკვიანი. გაიხარე და წარმატებები.
მსგავსი სიახლეები
ბრენდის პირველი ქართული მაღაზია 18 ნოემბერს "გალერია თბილისში" გაიხსნა
"ახალი პროგრამის მიხედვით, მეოთხე კლასიდან მოსწავლეებმა აფხაზური ენაც უნდა ჩააბარონ..."
როცა დედას სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინდა, იძულებული გავხდი კვლევა ჩამეტარებინა, რასთან გვქონდა საქმე
ამ შედეგით საქართველო ევროპის სამ უძლიერეს ქვეყანას შორის მოხვდა
"ღამეები არასდროს გამითენებია, თუმცა წიგნებს საკმარის დროს ვუთმობდი"
2017 წლის ზამთრის და ზაფხულის ბანაკების პროგრამები 10 000-ზე მეტი ბავშვისთვის დაიგეგმა
თოჯინის კვებაც კი ეხმარება ბავშვს ტვინის გავარჯიშებაში
რომელი ქვეყნები გეგმავენ საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაცნობას
საზღვარგარეთ განათლების მიღება დღეს განსაკუთრებით სასურველი და აქტუალურია
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:48 / 23-11-2017  Image რა ვიცით აჰმედ ჩატაევზე, რომელიც დაუდასტურებელი ინფორმაციით, თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს
გაეროს მონაცემებით, ჩატაევის "ანგარიშზე" 130-მდე ადამიანია
11:12 / 23-11-2017  Image რას ნიშნავს პატრიარქის მოსაყდრეობა - თეოლოგის განმარტება
მოსაყდრეს საპატრიარქოში მხოლოდ ადმინისტრაციული საქმის განკარგვის ფუნქცია ენიჭება
13:23 / 23-11-2017  Image უკრაინელმა დეპუტატმა მიხეილ სააკაშვილზე ყავარჯნით თავდასხმა სცადა
მოსიჩუკმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კორუფციაში დაადანაშაულა და მისკენ ყავარჯნით გაემართა
11:25 / 23-11-2017  Image შს მინისტრის პირველი კომენტარი სპეცოპერაციაზე: "საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან"
შს მინისტრის პირველი კომენტარი სპეცოპერაციაზე: "საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან"
10:16 / 23-11-2016  Image სად მდებარეობს წმინდა გიორგის საფლავი
1871 წელს თავიდან აშენდა ახალი მართლმადიდებლური ტაძარი წმინდა გიორგის საფლავზე
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49