მეხანძრე-მაშველების ნაწილს პრემიები უკვე ჩაერიცხათ

მეხანძრე-მაშველების ნაწილს პრემიები უკვე ჩაერიცხათ

ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე მეხანძრე-მაშველების ნაწილს პრემიები უკვე ჩაერიცხათ.

როგორც "ბიზნესპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, მეხანძრე-მაშველებს პრემიები ეტაპობრივად ერიცხებათ.

"პრემიების ჩარიცხვები დაიწყო და ეტაპობრივად ხდება. პროცესი მაშინვე დაიწყო როგორც კი განცხადება გაკეთდა და 1 კვირის განმავლობაში ყველას ექნება დარიცხული," - აცხადებენ სამსახურში.

შეგახსენებთ, საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია გუშინ გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომლის თანახმად ბორჯომის ხანძრის გამო გამგეობის 11 მოხელე 10 150 ლარის ოდენობის პრემიას მიიღებს, მეხანძრეები კი ჯერ ისევ პრემიის გარეშე არიან.

მოგვიანებით საგანგებო სიტუაციების სამსახურში განმარტეს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, რომელთა დასრულების შემდეგ, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ფულადი პრემიები აღნიშნული პირების პირად ანგარიშებზე ჩაირიცხება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი