შვეიცარიული შოკოლადის მწარმოებელი კომპანია იმერეთში თხილით დაინტერესდა

 შვეიცარიული შოკოლადის მწარმოებელი კომპანია იმერეთში თხილით დაინტერესდა

შვეიცარიული შოკოლადის მწარმოებელი კომპანია იმერეთში თხილით დაინტერესდა შვეიცარიული შოკოლადის მწარმოებელი კომპანია camille bloch-ის წარმომადგენლები იმერეთის რაიონებში თხილის პლანტაციებს ათვალიერებენ.

როგორც იმერეთის ვიცე-გუბერნატორი, იოსებ ხახალეიშვილი აცხადებს , შვეიცარული კომპანია, იმერული თხილით დაინტერესდა და ამ მიზნით თხილის საწარმოს შესაქმნელად საჭირო ტერიტორიას არჩევს.

"კომპანიის წარმომადგენლებმა მოინახულეს წყალტუბოსა და სამტრედიის ტერიტორიები, ასევე დაინტერესდნენ გურიით. ჯერჯერობით მხოლოდ სამუშაო პროცესი მიმდინარეობს", - აცხადებს ხახალეიშვილი.

მისივე თქმით, პლანტაციებისთვის საჭირო ტერიტორიის მოძიების შემდეგ, ასევე მოხდება ნიადაგის შესწავლა და საბოლოო გადაწყვეტილების პასუხიც ცნობილი გახდება.

შოკოლადის მწარმოებელ კომპანიას camille bloch არსებობის 80 წლიანი ისტორია აქვს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი