კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
12:44 / 18-09-2017
"ეს ფოტო არ მაპატია ნიკა გვარამიამ..." - პაატა გულიაშვილი "რუსთავი 2"-დან ბიძინა ივანიშვილთან გადაღებული ფოტოს გამო გაუშვეს?
მსახიობი და ტელეწამყვანი პაატა გულიაშვილი "რუსთავი 2"-ის და "კომედი შოუს" თანამშრომელი აღარ არის. სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გულიაშვილი სამსახურიდან ბიძინა ივანიშვილთან გადაღებული ფოტოს გამო გაათავისუფლეს.

ინფორმაციის გადასამოწმებლად, Ambebi.ge პაატა გულიაშვილს დაუკავშირდა:
- ეს ფოტო 8 თუ 9 თვის წინ არის გადაღებული. მაშინ, როდესაც ბატონმა ბიძინამ თელავის თეატრს გადასცა საჩუქარი და დაგვეხმარა. ჩემი მადლიერება გამოვხატე სახალხოდ, ეს იყო და ეს. ახალი სატელევიზიო სეზონის დაწყების წინ, დამირეკა დილის გადაცემის პროდუსერმა და მითხრა, რომ არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით,
ჩემი ანეგდოტების რუბრიკა ეთერში აღარ გავიდოდა და ასე დასრულდა ჩვენი თანამშრომლობა. მე მაქვს ჩემი მოსაზრება და ვთვლი, რომ ეს ფოტო არ მაპატია ნიკა გვარამიამ. თუ ეს ასე არ არის, მაშინ უნდა დაიბარო თანამშრომელი და აუხსნა, რა არის თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზი. არავისთან არ ვაპირებ ქულების დაწერას, მე ვმუშაობ იუმორისტულ ჟანრში, არანაირი პოლიტიკა არ მაინტერესებს... მგონი იმდენი მაქვს გაკეთებული ჩემი საქმით, რომ პოლიტიკური ქულების დაწერა არ დამჭირდეს. არავისთან არ ვაპირებ პოლემიკაში შესვლას, მაგრამ ყველას მოვუწოდებ, კომენტარების დაწერისგან თავი შეიკაონ.

- დაიწერა, რომ დილის გადაცემიდან გათავისუფლების შემდეგ, საკუთარი ნებით დატოვეთ "კომედი არხიც"...

- როგორ დავტოვე საკუთარი ნებით? "საქართველოს ფანოღი" და სერიალი დაიხურა. ტყუილად ხომ არ ვივლიდი სამსახურში? 8 წელი ვთანამშრომლობდი "რუსთავი 2"-თან და თუ ასე შეტკივათ გული ჩემზე, უნდა დავებარებინე და აეხსნათ რა მოხდა. თუ ფინანსური კრიზისია, მე არასოდეს არ დამიხევია უკან მაგის გამო და როცა ფული არ ჰქონდათ, ბოლომდე გვერდით ვედექი.

თამარ ბოჭორიშვილი
Ambebi.ge
15:11 / 25-09-2017
buki
2
პოლიტიკისა რა გითხრათ, მაგრამ გულიაშვილი მსახიობია? კატასტროფა! ვალოს შოუში უკბილოუზრდელობებს რომ ჰყება მას ეს იუმორი ჰგონია?
გამოეხმაურე / 0 /
13:06 / 21-09-2017
გიორგი
0
პაატა გულიასვილი წესიერი კაცია.ეს მედლის ერთი მხარეა.მეორეაის,რომ არის უნარიანი მენეჯერი.პრაქტიკულად რეანიმაციულ მდგომარეობაში მყოფი თეატრი ფეხზე დააყენა.თეატრი,რომელიც ქვეყნის მასშტაბით ერთერთი პირველი თეატრია...<br />
გამოეხმაურე / 0 /
მსგავსი სიახლეები
რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, მე-16 საარჩევნო უბანზე ცოტა ხნის წინ ხმაური იყო
დავით იმედაშვილი შეცვლის, რომელიც რამდენიმე ფილმის რეჟისორია
"ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით ეჭვი მიჩნდება"
სახანძრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა 5 სამაშველო ბრიგადა
PHOTO+VIDEO ადგილზე სახანძარო ბრიგადებია მობილიზებული
მისი თქმით, "რუსთავი 2"-თან გადასახადის გადახდის გრაფიკის განსაზღვრა შესაძლებელი იქნება
"იუმორი" მათთვის პოლიტიკური ოპონენტების განადგურების, მათი იმიჯის დაზიანების საშუალებაა და სხვა არაფერი"
"ინფორმაცია, თითქოს ტელეკომპანიის დამფუძნებლებმა თანამდებობიდან გაათავისუფლეს ნიკა გვარამია, არ შეესაბამება სიმართლეს"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ყოველ ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს წარმოგიდგენთ ლაივებს.
ბალკანური ფოლკლორის, როკისა და სიმფონიიის საოცარ სინთეზს...
კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო...
„ექვთიმე ღვთისკაცი“ - 20 იანვარს ფილარმონიაში და...
15:05 / 19-01-2018  Image მარნეულში 12 წლის ბიჭი მატარებლის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა
ბიჭს ყურსასმენები ეკეთა, რის გამოც მოახლოებული მატარებლის სიგნალი ვერ გაიგონა
22:31 / 19-01-2018  Image იტალიაში გრიპის ეპიდემიაა, რომლითაც უკვე 4 მილიონამდე იტალიელი დაავადდა
8-დან 14 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში გრიპით დაავადებული 832 ათასი პაციენტი დარეგისტრირდა
13:45 / 19-01-2018  Image პანკისის ხეობაში ახმედ ჩატაევის ცხედრის გადაცემის მოთხოვნას აღარ აპირებენ - რას ასახელებენ მიზეზად ადგილობრივები
"ასეთი უბედურება დაგვატყდა თავს და ეს ყველაფერი მის სახელთან არის კავშირში"
10:59 / 19-01-2018  Image არტურ კონან დოილის საყვარელი კალმების ბრენდი, რომლითაც მწერალმა არაერთი ნაწარმოები შექმნა
როგორც იქნა ჩემს ცხოვრებაში შევხვდი ისეთ საწერ-კალამს, რომელიც რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს - მონათესავეა ჩემი სულისა
09:55 / 19-01-2018  Image ახალი დეტალები ყველაზე საზარელი ოჯახის შესახებ - მშობლები შვილებს აშიმშილებდნენ და ბანაობის უფლებას არ აძლევდნენ
"როდესაც პოლიცია მათ გადასარჩენად მივიდა, მსხვერპლთა უმეტესობამ არ იცოდა, რას ნიშნავდა პოლიციელი"

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49