"ეს ფოტო არ მაპატია ნიკა გვარამიამ..." - პაატა გულიაშვილი "რუსთავი 2"-დან ბიძინა ივანიშვილთან გადაღებული ფოტოს გამო გაუშვეს?

"ეს ფოტო არ მაპატია ნიკა გვარამიამ..." - პაატა გულიაშვილი "რუსთავი 2"-დან ბიძინა ივანიშვილთან გადაღებული ფოტოს გამო გაუშვეს?

მსახიობი და ტელეწამყვანი პაატა გულიაშვილი "რუსთავი 2"-ის და "კომედი შოუს" თანამშრომელი აღარ არის. სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გულიაშვილი სამსახურიდან ბიძინა ივანიშვილთან გადაღებული ფოტოს გამო გაათავისუფლეს.

ინფორმაციის გადასამოწმებლად, Ambebi.ge პაატა გულიაშვილს დაუკავშირდა:

- ეს ფოტო 8 თუ 9 თვის წინ არის გადაღებული. მაშინ, როდესაც ბატონმა ბიძინამ თელავის თეატრს გადასცა საჩუქარი და დაგვეხმარა. ჩემი მადლიერება გამოვხატე სახალხოდ, ეს იყო და ეს. ახალი სატელევიზიო სეზონის დაწყების წინ, დამირეკა დილის გადაცემის პროდუსერმა და მითხრა, რომ არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ჩემი ანეგდოტების რუბრიკა ეთერში აღარ გავიდოდა და ასე დასრულდა ჩვენი თანამშრომლობა. მე მაქვს ჩემი მოსაზრება და ვთვლი, რომ ეს ფოტო არ მაპატია ნიკა გვარამიამ. თუ ეს ასე არ არის, მაშინ უნდა დაიბარო თანამშრომელი და აუხსნა, რა არის თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზი. არავისთან არ ვაპირებ ქულების დაწერას, მე ვმუშაობ იუმორისტულ ჟანრში, არანაირი პოლიტიკა არ მაინტერესებს... მგონი იმდენი მაქვს გაკეთებული ჩემი საქმით, რომ პოლიტიკური ქულების დაწერა არ დამჭირდეს. არავისთან არ ვაპირებ პოლემიკაში შესვლას, მაგრამ ყველას მოვუწოდებ, კომენტარების დაწერისგან თავი შეიკაონ.

- დაიწერა, რომ დილის გადაცემიდან გათავისუფლების შემდეგ, საკუთარი ნებით დატოვეთ "კომედი არხიც"...

- როგორ დავტოვე საკუთარი ნებით? "საქართველოს ფანოღი" და სერიალი დაიხურა. ტყუილად ხომ არ ვივლიდი სამსახურში? 8 წელი ვთანამშრომლობდი "რუსთავი 2"-თან და თუ ასე შეტკივათ გული ჩემზე, უნდა დავებარებინე და აეხსნათ რა მოხდა. თუ ფინანსური კრიზისია, მე არასოდეს არ დამიხევია უკან მაგის გამო და როცა ფული არ ჰქონდათ, ბოლომდე გვერდით ვედექი.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

ნიკოლოზ ბასილაშვილი უკვე გათავისუფლებულია და სახლში იმყოფება

"ძალადობა დასაგმობია, მაგრამ საქმის შინაარსი არ იძლევა საშუალებას, ასე მარტივად ითქვას, რომ  ბასილაშვილი მოძალადეა" - ადვოკატი

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს