უკრაინულ არხზე "ჰეროკრატიის" ჩვენება დაიწყო - გოგა ხაინდრავა ფილმის გაყიდვის დეტალებზე

უკრაინულ არხზე "ჰეროკრატიის" ჩვენება დაიწყო - გოგა ხაინდრავა ფილმის გაყიდვის დეტალებზე

16 სექტემბერს ტელეკომპანია "უკრაინის" ეთერში გოგა ხაინდრავას სერიალ "ჰეროკრატიის" პრემიერა გაიმართა, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მმართველობის 9-წლიან ისტორიას ასახავს. ამის შესახებ გაზეთ "რეზონანსის" 18 სექტემბრის ნომერში ვკითხულობთ. გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

"ამის შესახებ, რამდენიმე თვის წინ, სანამ უკრაინის მოქალაქეობას ჩამოართმევდნენ, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა თავის გადაცემაშიც განაცხადა. მისი თქმით, აპრილის ბოლოდან უკრაინაში "ჰეროკრატიის" ჩვენება იყო დაგეგმილი, რომელიც მილიარდერ რინატ ახმეტოვს გოგა ხაინდრავასგან ჰქონდა ნაყიდი.

"მე ტელევიზიებში არ მიწვევენ, მაგრამ ჩემზე საუბრობენ. ჩუპაკაბრა ჰქვია, მგონი, იმ ცნობილ ცხოველს, რომელიც არ ჩანს. მე ჩუპაკაბრასავით ვარ. ჩემზე საუბრობენ, მაგრამ მე არ ვჩანვარ. ახმეტოვის დავალებით ყოველ 3-4 დღეში ჩემზე რაღაც ფილმის ახალ-ახალ სერიებს უშვებენ. მეტიც, ამათ იყიდეს იმ კოლეგა ივანიშვილისგან საქართველოში, რომელმაც პატარა სახელმწიფო საქართველო იყიდა, 25-სერიანი ფილმი. ახმეტოვმა ეს ფილმი ოლიგარქ ივანიშვილისგან იყიდა და როგორც მე ვიცი, მომდევნო თვეებში დაიწყებენ ამ ფილმის ჩვენებას უკრაინის არხებზე," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საინტერესოა რომ, ყველა იმ მოვლენის შემდეგ (უკრაინის საზღვრის გადაკვეთა და ტურნე ქვეყნის მასშტაბით), რაც უკრაინაში სააკაშვილთან დაკავშირებით მოხდა, 16 სექტემბერს, უკრაინაში "ჰეროკრატიის" ჩვენება დაიწყეს.

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით Ambebi.ge ფილმის რეჟისორს გოგა ხაინდრავას დაუკავშირდა:

- "ჰეროკრატია" უკრაინის ცენტრალურმა არხმა 3 თვის წინ შეიძინა. პირველი სერია ეთერში შაბათს უკვე გავიდა. "ჰეროკრატია" მრავალსერიანი ფილმია, მაგრამ საერთაშორისო ბაზრისთვის 19 სერიანი გავაკეთეთ და უკრაინის გარდა სხვა ქვეყნებთანაც მიდის მოლაპარაკება, რომლებმაც მისი შესყიდვის სურვილი გამოთქვეს. "ჰეროკრატიის" გარდა, არხმა ჩემი მეორე პროექტი "დემოკრატიის შუქურაც" შეიძინა.

- გამოითქვა მოსაზრება, რომ უკრაინული მხარის მიერ "ჰეროკრატიის" შეძენა სააკაშვილის გააქტიურებას უკავშირდება?

- მარტივი მათემატიკა სჭირდება იმას, რომ ეს სააკაშვილის მიერ დღეს განხორციელებული ქმედებების გამო უკრაინას არ შეუძენია. ეს არ არის ბანანი, ეს არის ფილმი, აქამდე მიდიოდა მუშაობა თარგმანზე. რა თქმა უნდა, სააკაშვილის ნამდვილი სახე რომ აჩვენონ ხალხს, იმიტომ შეიძინა უკრაინამ ფილმი, თუმცა ეს მოხდა სამი თვის წინ და დღეს განვითარებულ მოვლენებს ეს არ უკავშირდება.

- რა თანხად გაყიდეთ "ჰეროკრატია"?

- ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია და ნამდვილად ვერ დავასახელებ კონკრეტულ თანხას.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი