"ქართუ ბანკის" ოფისთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აქციას მართავენ

"ქართუ ბანკის" ოფისთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აქციას მართავენ

"ქართუ ბანკის" ოფისთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აქციას მართავენ "კმარა ხალხის ძარცვა, "ქართუ" ბოროტების სათავე, - ამ და სხვა სახის ლოზუნგებით "ქართუ ბანკის" ოფისთან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები ბანკის შენობასთან საყვირებით მივიდნენ. აქციის მონაწილეებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ მიმართა.

"კმარა ხალხის ძარცვა, არ გაუვა ივანიშვილს უკანონობა", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ აქციაზე. მისივე თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბანკის მოგება 1 700%-ით ანუ 17-ჯერ გაიზარდა. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ "ქართუ ბანკი" არ არის საფინანსო ინსტიტუტი, ეს არის ორგანიზაცია.

"ეს არის ორგანიზაცია, მე ამას ბანკს ვერ ვუწოდებ, რომელიც ძირითადად დაკავებულია საქართველოს მოქალაქეობისაგან ხარკის აკრეფით. დამისახელეთ ბანკი, რომელმაც წელიწადი 1700%-იანი მოგებით დაასრულა. ეს არ არის საფინანსო ინსტიტუტი, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ქცეულია ბიძინა ივანიშვილის შავი ფულის სარეცხ მანქანად", - განუცხადა ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ორგანიზაციიდან ხდება ხელისუფლების და უმრავლესობის მაღალჩინოსნების დაფინანსება.

ამ წუთებში აქციის მონაწილეებმა ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის მოთხოვნის მიუხედევად, სტიკერები მიაკრეს წარწერით "შენ შრომობ, ესენი იპარავენ".

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი