დაპირისპირება "ქართუ ბანკის" ოფისთან მიმდინარე აქციაზე

 დაპირისპირება "ქართუ ბანკის" ოფისთან მიმდინარე აქციაზე

"ქართუ ბანკის" ოფისთან "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე დაპირისპირება მოხდა ვაკეში, "ქართუ ბანკის" ოფისთან "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებას ადგილი ჰქონდა აქციის მონაწილეებსა და რამდენიმე მოქალაქეს შორის, რომელიც, მომიტინგეების ინფორმაციით, ბანკის თანამშრომლები არიან.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ბანკის შენობაზე პლაკატების გაკვრა სცადეს წარწერით: "შენ შრომობ, ესენი იპარავენ".

თავდაპირველად, აქციის მონაწილეებს პოლიციის თანამშრომლებმაც მიუთითეს, რომ პლაკატები არ გაეკრათ, თუმცა ამის მიუხედავად, აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ლევან ხაბეიშვილმა მათი მოწოდება არ გაითვალისწინა. ამის შემდეგ თავად ხაბეიშვილის თქმით, ბანკის თანამშრომლები შეეწინააღმდეგნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

ამ დროისთვის სიტუაცია განუხტულია. აქციის მონაწილეები შენობასთან რჩებიან.

ნახეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი