აქცია კახა კალაძის შტაბთან - "ბავშვთა სამყაროში" ხანძრის შედეგად ერთ-ერთი დაზარალებული შეუძლოდ გახდა

აქცია კახა კალაძის შტაბთან - "ბავშვთა სამყაროში" ხანძრის შედეგად ერთ-ერთი დაზარალებული შეუძლოდ გახდა

"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შტაბთან, სადაც "ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებულები აქციას მართავენ, ერთ-ერთი დაზარალებული მოვაჭრე შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

როგორც სასწრაფო დახმარების ექიმმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. ამასთან, აქციის მონაწილეების თქმით, ქალბატონის შეუძლოდ ყოფნის მიზეზი ნერვიულობა გახდა.

"ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან დღეს, 12:00 საათიდან შეიკრიბნენ. მათ შიმშილობის დაწყებაც დააანონსეს. დაზარალებულები ხელისუფლებისგან ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი