გორში, გორიჯვრის ფერდობზე ძლიერი ხანძარია

 გორში, გორიჯვრის ფერდობზე ძლიერი ხანძარია

გორში, გორიჯვრის ფერდობზე ძლიერი ხანძარია.  საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ფერდობზე იწვის ბუჩქები და ბალახი, სიტუაციას კი ძლიერი ქარი ართულებს.

სააგენტოში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, რამდენ კვადრატულ მეტრ ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.

ადგილზე მობილიზებულია, რამდენიმე ერთეული სახანძრო სამაშველო ბრიგადა და ხდება დამატებითი ეკიპაჟების გამოძახება.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, მიუხედავად რთული რელიეფური მდგომარეობისა, სამაშველო ბრიგადები ტექნიკით მუშაობას ახერხებენ. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ცეცხლის დასახლებულ პუნქტებამდე მიღწევის საშიშროება არ არსებობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი