საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩში მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად კახა კალაძეც ითამაშებს

 საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩში მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად კახა კალაძეც ითამაშებს

საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩში მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძეც ითამაშებს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ ფეხბურთელებთან დაკავშირება სთხოვეს, გამომდინარე იქიდან, რომ მათთან მეგობრობს.

"იურიდიულად იდგა საკითხი, შეიძლებოდა თუ არა მატჩში ჩემი მონაწილეობა, ვინაიდან საარჩევნო პერიოდში ვარ და ახლა დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ მონაწილობას მივიღებ. მივესალმები იმას, რომ ეს შეხვედრა გაიმართება 29 სექტემბერს. მე მივიღებ მონაწილეობას, რაც ჩემთვის მართლაც სასიამოვნოა, რადგან ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია. თუ რაიმე წარმატება გამაჩნია, თუ რაიმე შევქმენი, ამ სპორტის დამსახურებაა. ძალიან მიხარია, რომ ჩემი თანაგუნდელები, ადამიანები, რომლებთანაც ძალიან ბევრ წარმატებას მივაღწიე და მთელი წლის განმავლობაში ერთად ვთამაშობდით, ჩამოვლენ საქართველოში და მიიღებენ ამ მატჩში მონაწილეობას. მე რასაც გადავხედე, ძალიან ბევრი მსოფლიო დონის ფეხბურთელი და ვარსკვლავი ჩამოდის, რაც მე მგონია, რომ მისასალმებელი და კარგია. მე მთხოვეს დაკავშირება ამ ადამიანებთან. მე არავისთან კონტაქტი არ გამიწყვეტია, მეგობრული ურთიერთობები მაქვს. ვთხოვე - ეს იყო ჩემი ფუნქცია მხოლოდ", - განაცხადა კალაძემ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია „ვითიბი ბანკთან" და ლუდ „აისთან" ერთად, 29 სექტემბერს, 21:00 საათზე, "დინამო არენაზე" საქველმოქმედო მატჩს "მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის" გამართავს.

ერთმანეთს მასპინძელი GFF-11 და "მსოფლიოს 11" დაუპირისპირდებიან.

ამ მატჩთან დაკავშირებით თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ესტუმრებიან, მათ შორის: ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრიო ალბერტინი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, მასიმო ოდო, მარკო დელვეკიო, სებასტიან ფრეი, ანჯელო დი ლივიო, კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი, ჯუზეპე ფავალი, ანჯელო კარბონე, ივან კორდობა, დარიო შიმიჩი, იბრაჰიმ ბა, პიეტრო ვერხოვოდი და სხვები.

საქველმოქმედო მატჩიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის დამწვარი ტერიტორიის აღდგენას მოხმარდება. ბილეთების გაყიდვა ონალიან რეჟიმში საიტზე TKT.GE-ზე დღეს, 19 სექტემბერს, 15:00 საათზე დაიწყება და მისი ძირითადი ნაწილის ფასი 5 ლარი იქნება. ასევე გაყიდვაშია 10, 15 და 25 ლარიანი ბილეთები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი