”სილიკონ ველი თბილისში” მაღალტექნოლოგიური პროექტების განხორციელება იწყება

”სილიკონ ველი თბილისში” მაღალტექნოლოგიური პროექტების განხორციელება იწყება

ქართული ხელოვნური ინტელექტი, ვირტუალური და გაფართოებული რეალობა განათლებაში, ნივთების ინტერნეტი, მეგამონაცემთა ანალიტიკა და ვიზუალიზაცია, კიბერუსაფრთხოება, კოსმოსის ათვისების გლობალური პროგრამა - ეს მაღალტექნოლოგიური პროექტებია, რომელსაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი საქართველოში მსოფლიოს უმსხვილეს ორგანიზაციებთან თანამშრომლობით განახორციელებს. პროექტების პრეზენტაცია ”სილიკონ ველი თბილისის” სამუშაო სივრცეში გაიმართა, რომელიც ასევე დღეს გაიხსნა. სივრცე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშველმა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა მიხელ ბატიაშვილმა კორპორაციების NASA-ს, NATO-ს, IBM-ის, HP-ის, SPLUNK-ისა და QLIK-ის წარმომადგენელებთან ერთად გახსნეს.

”ძალიან მიხარია, რომ ქართველ ახალგაზრდებს ახალი შესაძლებლობები უჩნდებათ. ეს შესაძლებლობები არის ის, რაც ჩვენს ქვეყნას კიდევ უფრო ნათლად და მკაფიოდ წარმოაჩენს მსოფლიო რუკაზე. საქართველო არის პატარა ქვეყანა, რომლის იდენტიფიკაცია მსოფლიო რუკაზე შეიძლება სწორედ გამორჩეული ადამიანების მიღწევების და წარმატების ხარჯზე. მიხარია, რომ კიდევ ერთი შესაძლებლობა გაიხსნა დღეს ამ თვალსაზრისით. ადამიანებში არის ძალიან პატარა პროცენტი ნოვატორების, რიმლებიც ანგრევენ კლიშეებს, ხედავენ ჩვეულებრივის ფარგლებს მიღმა და სრულიად არაორდინალური ხედვით ქმნიან ახალს. ეს ძალიან პატარა პროცენტი ნოვატორებისა წინ წაწევს კაცობრიობის ცოდნას. მათ შექმნეს განხვავებული ხედვების მთელი სპექტრი, რომლის მომსწრენიც დღეს ვართ. მე მინდა დღეს სტუდენტებს ვუთხრა - არასდროს შეგეშინდეთ იყოთ აბსულუტურად განსხვავებული ხედვების შემომტანი, არასდროს შეგეშინდეთ იყოთ კლიშეების დამრღვევი, არასდროს შეგეშინდეთ უცნაური და არაორდინალური აზრის გამოთქმის. არასდროს შეგეშინდეთ, რომ ვინმე დაგცინებთ ამის გამო. მეცნიერება და ტექნოლოგიები ადრე არ იძლეოდა არაორდინალური გადაწყვეტილებების შესაძლებლობას. მე იმედი მაქვს, იმ ადამიანებს შორის, ვისაც დღეს აქ ვხედავ, იქნებიან სწორედ ასეთი სტანდატების და კლიშეების დამრღვევი ის ძალიან მცირე პროცენტი ნოვატორებისა, რომლებიც ახალ ნაბიჯს გადაადგმევინებენ ცივილიზაციას და ამ ნაბიჯით ჩვენს სამშობლოს კიდევ უფრო ნათლად გამოკვეთენ მსოფლიო რუკაზე", - განაცხადა "სილიკონ ველი თბილისის" სამუშაო სივრცის გახსნაზე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

პროექტები საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტოა. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის მიხელი ბატიაშვილის განმარტებით, გამოცდილება, რომელსაც სტუდენტები ”სილიკონ ველი თბილისის” სამუშაო სივრცეში მიიღებენ, მათ გლობალურ პროექტებზე მუშაობის საშუალებას მისცემს.

„ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დღეს გაიხსნა ”სილიკონ ველი თბილისის” სამუშაო სივრცე, რაც გულისხმობს მსოფლიოში ცნობილი ისეთი ორგანიზაციების, როგორიცაა: NASA, NATO, IBM, HP, SPLUNK, QLIK ლაბორატორიების გახსნას. ეს, ვფიქრობთ, უპრეცედენტო მოვლენა საქართველოსთვის. ქართველი სპეციალისტები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველი სტუდენტები ჩართული იქნებიან ისეთ პროექტებში, როგორიცაა მაგალითად, NASA-ს კოსმოსური ათვისების პროექტი. ქართველი სპეციალისტების მონაწილეობა ასეთ პროექტებში ხელს უწყობს საქართველოს, როგორც ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყნის სტატუსის გაცნობას მთელი მსოფლიოსთვის. ეს ხელს შეუწყობს ახალი ქართველი სპეციალისტების გაჩენასაც ამ სფეროში“, - განაცხადა BTU-ის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია პროექტი, რომელსაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი NATO-სთან თანამშრომლობით განხორციელებს. პროექტის ფარგლებში იმუშავებენ კიბერუსაფრთხოების საკითხებზე, რაც გულისხმობს როგორც საინფორმაციო კამპანიებს, ისე კიბერ მონიტორინგს. რეგიონში ეს პირველი მსგავსი სივრცე იქნება.

”ჩვენ ციფრული რევოლუციის სამყაროში ვცხოვრობთ. მნიშვნელოვნად იზრდება ტექნოლოგიების, მაგალითად, მობილური ტელეფონის, შესძლებლობები. ერთი მხრივ, ეს ყველაფერი ჩვენს ცხოვრებასამარტივებს. მეორე მხრივ კი, ახალი რისკების წინაშე გვაყენებს. ეს არის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები. ამიტომ აუცილებელია, რომ საზოგადოებამ იცოდეს თუ რა გააკეთოს და რა არ გააკეთოს. საქართველოსთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, რომ ეს ყველაფერი მოსახლოებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. სწორედ ამ მიმართულებით ვიმუშვებთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან” - განაცხადა სამხრეთ კავკასიაში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ როსარია პულისმა.

კიდევ ერთი პროქტი, რომელიც ”სილიკონ ველი თბილისში” განხორციელდება, NASA-ს ეკუთვნის და ის მარსის კოლონიზაციას ეხება. პროექტი HP-თან თანამშრომლობით ხორციელდება.

”ძალიან მიხარია, რომ საქართველოში ესეთი ტიპის სივრცე შეიქმნა. ჩვენ წელიწადზე მეტია, რაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ვთანამშრომლობთ და რამდენიმე პროექტი უკვე წარმატებით განვახორციელეთ. NASA-ს პროექტის ფარგლებში კი მარსზე კონუმიკაციის დამყარებაზე ვმუშაობთ, ფაქტობრივად, მარსის კოლონიზაციისთვის ვემზადებით. ამ პროექტში მსოფლიო მასშტაბით 25 ქვეყანაა ჩართული. მათ შორის ერთ-ერთი კი საქართველოა. საქართველო წარმოადგენს რეგიონს და რაც მთავარია, საკმაოდ ძლიერი გუნდით,” - თქვა HP-ის ხელმძღვანელმა საქართველოში არმენ აკოფიანმა.

დღეს, ასევე, ცნობილი გახდა, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ამერიკული კორპორაციისგან GITHUB-ისგან ყოველწლიურად 2 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსებას მიიღებენ მაღალდტექნოლოგიურ პროექტებზე სამუშაოდ. სტუდენტები მსგავს პროექტებზი უკვე წარმატებით მუშაობენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი