სამხედრო პოლიგონზე ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია

 სამხედრო პოლიგონზე ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია

სამხედრო პოლიგონზე ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთში, სამხედრო პოლიგონზე ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ცალკეულ კერებზე შეინიშნება მცირე დაკვამლიანება, თუმცა სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ადგილზე რამდენიმე ერთეული ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა და ცოცხალი ძალა რჩება.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთში სამხედრო პოლიგონზე ხანძარი დღის მეორე ნახევარში გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი დაუდევრობამ გამოიწვია. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სასროლეთის ტერიტორიაზე აუფეთქებელი ჭურვებია, თუმცა ეს არის ტერიტორია, სადაც სამხედრო მოსამსახურეები მუდმივად დისლოცირებული არ არიან. სამხედროები ამ ტერიტორიით მხოლოდ სამხედრო სწავლებების დროს სარგებლობენ. ამასთან, ტერიტორიაზე შესვლა რიგითი მოქალაქეებისა და ადგილობრივებისთვის აკრძალულია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი