"პირადი ცხოვრების ასაწყობად არ მცალია, უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს მოსაგვარებელი" - ქართველი ნიჩბოსნის გულახდილი ინტერვიუ

"პირადი ცხოვრების ასაწყობად არ მცალია, უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს მოსაგვარებელი" - ქართველი ნიჩბოსნის გულახდილი ინტერვიუ

23 წლის მცხეთელმა ნიჩბოსანმა, ზაზა ნადირაძემ ჩეხეთში, ქალაქ რასიცში მიმდინარე კანოეს მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიგო. ნახევარფინალურ გაცურვაში მან 200-მეტრიანი დისტანცია 39.986 წამში დაფარა და შესარჩევი ეტაპი პირველი ადგილით დაასრულა. ტურნირის ფინალურ ეტაპზე კი, კანოეთი 200 მეტრ დისტანციაზე გამართულ შეჯიბრებაში ქართველი ნიჩბოსნის შედეგი 38,439 წამი იყო და მეორე ადგილი მოიპოვა - ეს ნადირაძის კარიერაში ყველაზე დიდი წარმატებაა. რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე ქართველმა ნიჩბოსანმა მეხუთე ადგილი დაიკავა, ევროპის ჩემპიონატზე კი მესამე პოზიციას დასჯერდა.

- რა ასაკიდან დაინტერესდით სპორტით და კონკრეტულად - ნიჩბოსნობით?

- 13 წლის ვიყავი, ნიჩბოსნობით რომ დავინტერესდი. ისე, ბავშვობაში ბევრ სახეობაში მოვსინჯე ძალა. ფეხბურთზეც დავდიოდი, კარატეზეც და რაგბიზეც. თუმცა, მაინცდამაინც სერიოზულად არც ერთ ამ სპორტის სახეობას არ ვეკიდებოდი. მერე კარგა ხნით მივანებე თავი ყველაფერს. 12 წლის ვიყავი, როდესაც მეგობარმა, რომელიც სერიოზულად მისდევდა "კანოეს", ვარჯიშზე მასთან ერთად წასვლა შემომთავაზა. მე და ჩემმა ძმამ გადავწყვიტეთ, წავსულიყავით და გვენახა, რა იყო ეს კანოე. პატარები ვიყავით და წყალი, ნიჩაბი, ნავი, ორივეს ძალიან მოგვეწონა. მართალია, დამტვრეული ნავი და ნიჩაბი იყო, მაგრამ მაინც (იცინის). იმ დროიდან შევიყვარე სპორტის ეს სახეობა და დღემდე თავს არ ვზოგავ იმისთვის, რომ კიდევ უფრო დიდი შედეგები მქონდეს.

- სპორტის ეს სახეობა, ჩვენს საუკუნეში რამდენად პოპულარულია?

- წარსულში, როგორც ჩვენი წინა თაობა ამბობს, ნიჩბოსნობის შესანიშნავი სკოლა არსებობდა, მაგრამ სპორტის ამ სახეობამ ბოლო პერიოდში პოპულარობა დაკარგა. დიდი გუნდიც ჰყავდა საქართველოს. უცხოეთში ნიჩბოსნობა პოპულარულია. დიდი თანხებიც იხარჯება მისი განვითარებისთვის. უნგრეთში მაგალითად, ნიჩბოსნობა ნომერ პირველი სპორტია.

- გარდა იმისა, რომ კარგი ცურვა უნდა იცოდე, კიდევ რა არის აუცილებელი, რათა სპორტის ამ სახეობაში მოსინჯო ძალა?

- დიახ, ცურვა აუცილებელია! როდესაც ბავშვი პირველად იწყებს ამ სპორტის სახეობაზე სიარულს, თუ ცურვა არ იცის, პირველ რიგში, ცურვას ასწავლიან. ნიჩბოსნობა ისეთი სპორტია, რომ ყველა მხრივ განვითარებული უნდა იყო, კარგად სირბილი შეგეძლოს, სწრაფი უნდა იყო და აქედან გამომდინარეობს კარგი შედეგებიც.

- სირბილი რა შუაშია ნიჩბოსნობასთან?

- ისე ჩანს, თითქოს ნიჩბის მოსმისას მხოლოდ სხეულის ზედა ნაწილი მუშაობს. სინამდვილეში, ამ დროს პროცესში სხეულის ყველა კუნთია ჩართული. თუ ფეხები სუსტია, კუნთები შეიძლება, სახიფათოდ გადაიტვირთოს. თანაც, სისხლის კარგად "გადასროლისთვის" ძლიერი და ჯანმრთელი გულია საჭირო, ამას კი სწორედ სირბილი უწყობს ხელს... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი