რა პრობლემები აქვს საქართველოში ე.წ. გლეხურ ღვინოს და როგორ უნდა გაუმჯობესდეს ამ ტიპის ღვინის ხარისხი

რა პრობლემები აქვს საქართველოში ე.წ. გლეხურ ღვინოს და როგორ უნდა გაუმჯობესდეს ამ ტიპის ღვინის ხარისხი

ღვინის ბევრი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოში წარმოებული ე.წ. გლეხური ღვინის დიდი ნაწილის ხარიხი სამწუხაროდ ძალიან დაბალია. ამის პირველი მიზეზი არის ის, რომ ვენახები საქართველოში არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, როგორმა ვენახმაც მაღალი ხარისხის ღვინო უნდა მოგვცეს. ამაში იგულისხმება თუნდაც ვენახში ვაზების სიმჭიდროვე. ჩვენთან ერთ ჰექტარ მიწაზე ხშირად გაშენებულია 3 ათასი ძირი ვაზი. ამ დროს, დასავლეთ ევროპაში ნორმალური ვენახი ერთ ჰექტარზე იწყება 6-7 ათასი ძირიდან. ზოგიერთ ვენახებში სიმჭიდროვე ერთ ჰექტარზე ადის 10-12 ათას ძირამდე.

რთულია მაღალხარისხიანი და სწორად მოვლილი ვენახის თვისებები გადავიყვანოთ ღვინოში. თუკი ტერუარის თვისებები ვერ გადადის ვენახში, მაშინ ღვინო გამოდის უხასიათო და ერთმანეთის მსგავსი. ამიტომ არის ხოლმე, რომ ხშირად სხვადასახვა საფერავები: ყვარლიდან, ანაგადან, საგარეჯოდან, თელავიდან (სხვადასხვა წელს დაწურული და სხვადასხვაგვარად მოვლილი) მაინც ერთმანეთს ჰგავს. როდესაც ვენახში ცოტა მცენარეა და ვაზი დატვირთულია, ყოველთვის ასე მოხდება. ზოგმა შეიძლება თქვას, რომ აქედან გამოსავალი მხოლოდ ვენახის ნაკლებად დატვირთვა იქნება. მაგრამ, ეს ძნელი გასაკეთებელია, რადგან მევენახეები უარს იშვიათად იტყვიან მოსავლის უმეტეს ნაწილზე (მით უმეტეს ჩვენს ეკონომიურ პირობებში).

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი