დავით ლანჩავა: "ადვოკატთა ასოციაცია NGO არ არის, მისი თავმჯდომარე სახელმწიფოებრივად უნდა აზროვნებდეს"

დავით ლანჩავა: "ადვოკატთა ასოციაცია NGO არ არის, მისი თავმჯდომარე სახელმწიფოებრივად უნდა აზროვნებდეს"

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით ლანჩავა მიიჩნევს, რომ მისი კონკურენტი, უფლებამოსილების ამოწურვის მიუხედავად, ზაზა ხატიაშვილი იქნება. როგორც ლანჩავამ "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, მან არჩევნებში მონაწილეობა სწორედ იმის გამო გადაწყვიტა, რომ გაუჩნდა პროტესტი მოქმედი თავმჯდომარის ქმედებების გამო. ლანჩავას თქმით, ხატიაშვილი და მისი ჯგუფი საკუთარ მემკვიდრეს ლობირებას გაუწევს და სწორედ ამიტომ, არჩევნებში მისი კონკურენტი არა უშუალოდ დასახელებული კანდიდატი, არამედ ზაზა ხატიაშვილი იქნება.

"ჯერ არავინ დასახელებულა კანდიდატად, მაგრამ რეალური კონკურეტი იქნება ზაზა ხატიაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ მას ვადა ამოეწურა. მე და ზაზა მეგობრები ვართ, ძალიან დიდი დისკუსია გვაქვს ერთმანეთში და პოლემიკა ძალიან სერიოზულ საკითხებზე, მათ შორის მის გამოხატვის თავისუფლებაზე, რომელსაც მე არ ვეთანხმები და ვამბობ, რომ კანონის მიხედვით, შენ გამოხატვის თავისუფლება შეზღუდული გაქვს, რადგან ხარ საჯარო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენელი და უნდა მოქმედებდეს ადვოკატების ინტერესებიდან გამომდინარე და არა შენი მოსაზრებებით.

მიუხედავად ჩვენი მწვავე დისკუსიებისა, ჩვენ მაინც მეგობრები ვრჩებით და არ გადავდივართ ზღვარს, მაგრამ არსებობს საკითხები, რომლებიც კონკრეტულად ან ზაზას ან დათო ლანჩავას გადასაწყვეტი არაა. ესენი გლობალური საკითხებია, რომელიც ასოციაციის განვითარებას ეხება. ვისწავლოთ კულტურა თანამდებობაზე მოსვლის და წასვლის. ეს ყველას ეხება არამარტო ადვოკატთა ასოციაციას, ეს ეხება ზოგადად ქართულ აზროვნებას - იმდენად მოგვწონს და შევდივართ ჩვენს მისიასა და როლში, რომ უკვე ვფიქრობთ მემკვიდრეების დატოვებაზე და ჩვენ ვწყვეტთ, ვინ უნდა იყოს და ვინ უნდა გააგრძელოს", - განაცხადა ლანჩავამ.

მისივე თქმით, ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი ხელმძღვანელი საკუთარი კანდიდატის გამარჯვების პროცესს ლობირებს, რაც არასწორია.

"რაც არ უნდა ცხელი არჩევნები გვქონდეს, არ გადავალთ იმ ზღვარს და არ დავარღვევთ იმ ელემენტარულ ნორმებს, რომელიც ჩვენს ურთიერთობას დააზიანებს. ჩვენ არ ვებრძვით პიროვნებებს, ჩვენ ვებრძვით არასწორ ხედვებს, არასწორ განვითარებას. ადვოკატთა ასოციაცია არ უნდა იქცეს იმად, რაც დღეს არის, ანუ უფლებების დამცველ ორგანიზაციად. ეს "NGO" არაა. ეს არის სახელმწიფოებრივი სტრუქტურა, სახელმწიფოებრივად უნდა აზროვნებდეს მისი თავმჯდომარე, კომუნიკაციაში უნდა იყოს ყველასთან. ის კონფრონტაციაში კი არ უნდა იყოს ხელისუფლების ორგანოებთან, ეს ადვოკატთა კორპუსის ინტერესი არაა", - განაცხადა დავით ლანჩავამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი