"იქაც, უფლის საუფლოში ჩემი უფროსი გოგო მელოდება" - ქართველ მსახიობს გადასარჩენად საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

"იქაც, უფლის საუფლოში ჩემი უფროსი გოგო მელოდება" - ქართველ მსახიობს გადასარჩენად საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

გორის თეატრის მსახიობი მაიკო ტურაშვილი მძიმე დაავადებას, მკერდის კიბოს ებრძვის.

როგორც თავად სოციალურ ქსელში წელს, გამოჯანმრთელების შანსი არის, რადგან დაავადება უკან იხევს, თუმცა ამისთვის ძვირადღირებული მკურნალობაა საჭირო.

"მეგობრებო! ეხლა როცა ჩემ დაავადებამ უკან დახევა დაიწყო და იმედი გამიჩნდა გამარჯვების, გთხოვთ, ნუ მიმატოვებთ ამ ბრძოლაში. მე კარგად მესმის რა რთულია დახმარება სთხოვო ადამიანებს რომელთა უმეტესობაც არ გიცნობს, მაგრამ ცხოვრება იმდენი მოულოდნელობითაა სავსე რომ ვერ განსაზღვრავს ვერცერთი მოკვდავი რა იქნება, თუნდაც ერთი საათის შემდეგ.

მეც ვცხოვრობდი ჩემთვის მშვიდად და ვზრუნავდი ჩემ ოჯახზე, ჩემს მეგობრებზე. ვიდრე ერთ მშვენიერ დღეს მორიგ კვლევაზე ეს საშინელი დიაგნოზი არ მითხრეს, რამაც მთელი ჩემი ცხოვრება გადაატრიალა და შეცვალა.

ეს ძნელი გადმოსაცემია და უფალმა ყველას აშოროს ეს შეგრძნება მეგობრებო! მე. მჯერა უფლის სასწაულის და იმედი. მაქვს თქვენი თანადგომის. გადავდივარ მეორე ეტაპზე, რომელიც დამიგვიანდა და ორი კვირა თუ გადაცდა ორმაგი დოზა მჭირდება, ისევ რასაც საერთოდ ვერ შევძლებ.

იმიტომ რომ უძვირესია წამლები. ძალიან მიმძიმს ამის თხოვნა, ჩემს ცხოვრებაში დედასაც

კი ვერ ვთხოვდი ფულს: (მაგრამ ვალდებული ვარ ვიბრძოლო ჩემი შვილების გამო. მყავს ორი ტყუპი გოგონა, სხვა შემთხვევაში ამას არ გავაკეთებდი რადგან იქაც უფლის საუფლოში მელოდება ჩემი უფროსი გოგო. რომელიც ათი წლის წინ 19 წლის ასაკში გარდამეცვალა.)

ვარ გორის თეატრის მსახიობი. გამოკვლევებით დამიდგინდა მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე. დამინიშნეს ძალიან ძვირად ღირებული წამლები (პერჯეტა-8000ლარი. ჰერცეპტინი-3800ლარი), რომლებიც სამკვირაში ერთხელ მჭირდება.

სამწუხაროდ ყველა რესურსი ამოგვეწურა. თბილისში ჩაწერაც არ მაქვს ამიტომ არ მაფინანსებს მთავრობა (დანარჩენ წამლებზე და ანალიზებზე რომ არაფერი ვთქვა) ყოველთვის რაც შემეძლო უფლის წყალობით ვეხმარებოდი გაჭირვებულს, რადგან თანადგომას დიდი ძალა აქვს და მასიურად ჩარიცხულმა თუნდაც ერთმა ლარმა შესაძლოა იხსნას ადამიანის სიცოცხლე.

დიდი შანსი მაქვს დავამარცხო ეს ვერაგი დაავადება, თუ მკურნალობის გაგრძელებას შევძლებ. იმედი მაქვს, ჩემი შვილების თვალებში ჩამდგარი შიში ღიმილით შეიცვლება. მადლი ხომ არ იკარგება? მადლის კეთება კი ყველაზე ღვთიურია.

თუ გააზიარებთ კარგი იქნება GE10TB7466236010100028 ამ ანგარიშზე საზღვარგარეთიდანაც შეიძლება გადმორიცხვა. (თიბისი ბანკი)მიმღები.მაია ტურაშვილი.პირადი ნომერი.59001049907.

საქართველოს ბანკი.GE66BG0000000559881100.

ლიბერთი ბანკი. GE19LB0711106890197440" - წერს მსახიობი.

ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ 27 წლის ექთნის საკითხის შესასწავლად საქართველოში "ასტრაზენეკას" წარმომადგენლები ჩამოვიდნენ

"იქნება ქვათა ცვენა... მოძრაობაში მოყვანილი მეწყრის წინ ტექნიკა არ უნდა მუშაობდეს" - სპეციალისტების მონიტორინგის პირველადი შედეგი ხვალ გახდება ცნობილი

მოსალოდნელია წვიმა და ძლიერი ქარი - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი