კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:11 / 25-09-2017
გასაყიდი ბინა ბევრია, რეალური კლიენტი ცოტა - რა მდგომარეობაა უძრავი ქონების ბაზარზე
1 ივლისიდან საქართველოს ტერიტორიაზე ყველა მეწარმე ფიზიკურ და იურიდიულ პირს ფასის ლარში მითითების ვალდებულება დაეკისრა. რამდენად იქონია გავლენა ამან უძრავი ქონების ბაზარზე და როგორია ბოლოდროინდელი ტენდენციები - AMBEBI.GE უძრავი ქონების სააგენტოებს გაესაუბრა.

სპეციალისტების შეფასებით, ბაზარზე უძრავი ქონების ფასის მკვეთრი ცვლილება არ ფიქსირდება, თუმცა ფასი მაინც დოლარის კურსის ცვლილებაზეა დამოკიდებული.

"მოგეხსენებათ პირველი ივლისიდან ფასის ლარში მითითება სავალდებულო გახდა, თუმცა დოლარი ლარებში გადაყავთ და ჩვეულებრივად საბაზრო კურსს უკავშირებენ და არა ოფიციალურს. პრაქტიკულად ფასი მაინც დოლარზეა მიბმული. რეალურ
შემთხვევაში კი როცა უკვე კლიენტი გამოჩნდება, შესაძლოა სულ სხვა ფასით გაიყიდოს, ამიტომაც რთული სათქმელია ფასმა აიწია თუ არა. ჩვენ ყველა განცხადება ლარში გვაქვს გაშვებული, თუმცა ბინის პატრონი იმ თანხას ითხოვს რამდენიცაა კურსიც", - აცხადებს უძრავი ქონების სააგენტოს kibe.ge-ს დამფუძნებელი ნელი გოგუაძე.

მისი თქმით, გასაყიდი ბინა ძალიან ბევრია რეალური კლიენტი ცოტა, ეს განსაკუთრებით ძველ ბინებს ეხება. "ახალი მშენებლობები ძალიან კარგად მიმდინარეობს, ამიტომაც მყიდველების უმრავლესობა სამშენებლო კომპანიებს მიმართავს, ძველ ბინებზე კი მოთხოვნა ძალიან შემცირდა. როგორც ე.წ "ხრუშოვკას იშვიათად ყიდულობენ, თუ ყიდულობენ ძალიან დაბალ ფასად, ასევეა ძველ ბინებზეც. ახალი აშენებული ბინა ძალიან ბევრია, თან არც ისეთი ცუდი პირობებით იყიდება",  - აცხადებს გოგუაძე.

უძრავი ქონების განცხადებების საიტის saqme.ge-ს დირექტორის ნიკა ჯაფარიძის განცხადებით, უძრავ ქონებაზე ფასის ლარში მითითების ვალდებულებამ გაურკვევლობა გამოიწვია. "ბევრი განცხადებას აქვეყნებს და არ ითვალისწინებს, რომ ლარში მითითება აუცილებელია. ფიქრობენ, რომ დოლარში მითითებული ფასი ლარშია. ამას ისიც დაემატა, რომ ლართან მიმართებაში ვალდებულება მხოლოდ იურიდიულ პირებს აქვთ ანუ სამშენებლო კომპანიებს და ა.შ. როგორც გაირკვა ფიზიკურ პირს შეუძლია განცხადება კვლავ დოლარის სახით გამოაქვეყნოს. ვიღაც ლარში უთითებს ვიღაც დოლარში, ამან სიტუაცია არია", - ამბობს saqme.ge-ს დირექტორი.

ჯაფარიძის შეფასებით, უმჯობესია ლარიზაცია ყველას შეხებოდა და არა მხოლოდ გარკვეულ სეგმენტს.

"ერთხელ და სამუდამოდ ყველა ფიზიკურიც და იურიდიულიც ლარზე უნდა გადავიდეს. რაც შეეხება ფასებს, რეალურად ფასები იგივე დარჩა. როცა დოლარი ძალიან ავარდა ზემოთ, მაგალითად, როცა 1.75 იყო და 2.30-2.40 გახდა, რა თქმა უნდა, ფასებსაც შეეხო. როცა ადამიანს ლარში აქვს ხელფასი, რა თქმა უნდა, 50 ათასი დოლარის გადახდა უფრო გაუჭირდება, ვიდრე ადრე. ლარის გაუფასურებამ ცვლილებები გამოიწვია, მაგრამ ისეთი პროპორციით არა როგორც კურსი შეიცვალა", - განაცხადა ჯაფარიძემ. მისი თქმით, გაყიდვების კუთხით სექტემბერი აქტიური თვეა.

"15 სექტემბრრიდან მყიდველების გააქტიურება ხდება ხოლმე. ასევე, ზაფხულის დასაწყისია საკმაოდ აქტიური პერიოდი. აგვისტოს შუა რიცხვებიდან სექტემბრის 15-მდე ჩავარდნილი პერიოდია. ახლა გაქირავების სეზონიც იწყება აქტიურად", - აღნიშნა ჯაფარიძემ.

უძრავი ქონების სააგენტოს myclient.ge-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის გვანცა გუჯელაშვილის განცხადებით, ბინების ლარში მითითების შემდეგ ფასზე რადიკალური ცვლილება არ მომხდარა.

"ბინის ღირებულება არც ავარდნილა და არც ჩამოვადნილა. არც ახალ აშენებულზე და არც ძველ ბინაზე ფასის მკვეთრი ცვლილება არ ფიქსირდება. ბოლო პერიოდში დოლარის ფასის გაზრდის შემდეგ, მომხმარებელს ბევრად მეტი თანხის გადახდა უწევთ, ვიდრე თუნდაც ორი კვირის წინ მოუწევდათ. გარკველი ზეგავლენა კურსს ფასზე, რა თქმა უნდა აქვს, თუმცა მკვეთრი ცვლილება არ ფიქსირდება", - განაცხადა გუჯელაშვილმა.

ლიკა ამირაშვილი
AMBEBI.GE
10:13 / 26-09-2017
werld
0
სამარცხვინოა ამ მთავრობების მიერ გაცემული ნებართვები,ყველა მერი უნდა დაისაჯოს!!!
გამოეხმაურე / 0 /
08:02 / 26-09-2017
შაკიკი
0
რა იდიოტიზმია ეს ლარიზაცია. რა მნიშვნელობა აქვს. აიწევს დოლარის კურსი, აიწევს ფასი ლარში.
გამოეხმაურე / 0 /
მსგავსი სიახლეები

მოსახლეობა ბინის შეძენისგან თავს იკავებს და პროცესების განვითარებას ელოდება

აფხაზი ექსპერტის თქმით, ჩაკეტილობის გამო, რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილი გაველურდა
დღეს ქართულ რეალობაში გამქირავებელი უფრო რისკის ქვეშ დგას, ვიდრე დამქირავებელი
"ამ გადაწყვეტილებით დაზარალდება სახელმწიფოც, თვითმართველობაც, ბანკებიც და კერძო მესაკუთრეებიც"
მშენებლობის დაწყებას ძალიან ბევრი სირთულე და უამრავი ნიუანსი ახლავს, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია.
+VIDEO| პარკის გაშენება დიღმის ჭალებში, სადაც დასასვენებლად მოსახლეობა ქალაქის სხვა უბნებიდანაც ივლის
როგორია საშუალო ფასები უბნების მიხედვით თბილისსა და სხვა ქალაქებში?
რა ღირს ბინები საქართველოს სამ დიდ ქალაქში: ბათუმის, ქუთაისისა და თელავის უძრავი ქონების ფასები
ოხუმში ვიზიტით ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
„ექვთიმე ღვთისკაცი“ - 20 იანვარს ფილარმონიაში და...
ყოველ ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს წარმოგიდგენთ ლაივებს.
კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო...
ბალკანური ფოლკლორის, როკისა და სიმფონიიის საოცარ სინთეზს...
15:05 / 19-01-2018  Image მარნეულში 12 წლის ბიჭი მატარებლის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა
ბიჭს ყურსასმენები ეკეთა, რის გამოც მოახლოებული მატარებლის სიგნალი ვერ გაიგონა
22:31 / 19-01-2018  Image იტალიაში გრიპის ეპიდემიაა, რომლითაც უკვე 4 მილიონამდე იტალიელი დაავადდა
8-დან 14 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში გრიპით დაავადებული 832 ათასი პაციენტი დარეგისტრირდა
13:45 / 19-01-2018  Image პანკისის ხეობაში ახმედ ჩატაევის ცხედრის გადაცემის მოთხოვნას აღარ აპირებენ - რას ასახელებენ მიზეზად ადგილობრივები
"ასეთი უბედურება დაგვატყდა თავს და ეს ყველაფერი მის სახელთან არის კავშირში"
10:59 / 19-01-2018  Image არტურ კონან დოილის საყვარელი კალმების ბრენდი, რომლითაც მწერალმა არაერთი ნაწარმოები შექმნა
როგორც იქნა ჩემს ცხოვრებაში შევხვდი ისეთ საწერ-კალამს, რომელიც რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს - მონათესავეა ჩემი სულისა
09:55 / 19-01-2018  Image ახალი დეტალები ყველაზე საზარელი ოჯახის შესახებ - მშობლები შვილებს აშიმშილებდნენ და ბანაობის უფლებას არ აძლევდნენ
"როდესაც პოლიცია მათ გადასარჩენად მივიდა, მსხვერპლთა უმეტესობამ არ იცოდა, რას ნიშნავდა პოლიციელი"

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49