ბოლო ინფორმაცია დაბა წაღვერიდან - არსებობს თუ არა ხანძრის გავრცელების საფრთხე

ბოლო ინფორმაცია დაბა წაღვერიდან - არსებობს თუ არა ხანძრის გავრცელების საფრთხე

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, დაბა წაღვერში, მთის ფერდობზე, არჯევანიძის ტყეში გაჩენილი ხანძრის დასახლებულ პუნქტებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს და მოსახლეობა თავიდან ბოლომდე დაცულია.

ამის შესახებ "ინტერპრესიუსს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განუცხადა, რომელიც დაბა წაღვერში, ადგილზე იმყოფება.

როგორც მან აღნიშნა, დაბა წაღვერში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებს ძლიერი ქარი აფერხებს.

"სიტუაციას ამ ეტაპზე ვაკონტროლებთ. მთელი ღამე ადგილზე დავრჩებით. მოსახლეობა თავიდან ბოლომდე დაცულია, ამ კუთხით 1%-იც კი არ არის პრობლემა", - განაცხადა ალავიძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ცეცხლის ჩქარობის პროცესში ორი ქართული ვერტმფრენი მონაწილეობს. ამასთან, ბორჯომის ხეობაში იმყოფება აზერბაიჯანული ვერტმფრენი, რომელიც სამუშაოებში ხვალ დილიდან ჩაერთვება.

"ასევე დასრულებულია მოლაპარაკებები თურქეთთან. ერთ ვერტმფრენზე უკვე გვაქვს დასტური და მეორეზე - პასუხს ველოდებით. იმედი გვაქვს, რომ ხვალ დილით ვერტმფერენები თურქეთიდანაც იქნება", - განაცხადა ალავიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი