კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
12:18 / 24-09-2017
ზუგდიდის ყველაზე ლამაზი ეზო, რომელსაც 46 წლის კაცი შვიდი წელია საკუთარი ხელით აშენებს - დაათვალიერეთ ფოტოები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში მცხოვრებმა პაატა გოგელიამ სხვადასხვა დეკორატიული ელემენტებით საკუთარი ეზოს მოწყობა შვიდი წლის წინ დაიწყო. მის ეზოში 100-მდე სხავადასხვა ჯიშის მცენარე ხარობს, მათ შორის: ბზა (კოლხური, ჩვეულებრივი და მეჩხერი), ტიტას ხე, სექოია, ნეკერჩხალი, ბაძგი (მარადმწვანე ზოგჯერ ფოთოლმცვივანი ხეები და ბუჩქები) და ა.შ.

იხილეთ ფოტოგალერეა

46 წლის პაატა გოგელიას მცენარის ჯიშები თავად გამოყავს და მათ სხვადასხვა ფორმას აძლევს. სახლის მფლობელი ამბობს, რომ ეზოს ლადშაფტის მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია და ამისთვის მცენარისადმი სიყვარული აუცილებელია.



"რ
ამდენიმე წელია ამ საქმით ვარ დაკავებული, მიყვარს მცენარეები და შესაბამისად მათ მოვლას დიდ დროს ვანდომებ. სანამ მცენარეს ფორმას შევუცვლი, დიზაინს ვხატავ, შემდეგ კი ნახატის მიხედვით ვჭრი მათ. შეიძლება მცენარეები ისე იყოს დარგული, ერთმანეთს ხელს უშლიდნენ. თუმცა, სწორი ჭრისა და მათთვის ფორმის მიცემის შემთხვევაში გადარგვას თავიდან ავიცილებთ" - ამბობს ლანდშაფტის დიზაინერი.



ეზოების მოწყობა დეკორატორისთვის შემოსავლის წყაროა, თუმცა ის ამის მიუხედავად ყველას არ თანხმდება, რადგან თვლის, რომ მცენარის მოვლა ყველას არ შეუძლია.



"როდესაც ვხედავ ადამიანების ზერელე დამოკიდებულებას მცენარეების მიმართ, რაც არ უნდა შემომთავაზონ არ ვთანხმდები. გარკვეულწილად ფსიქოლოგიც და ფილოსოფოსიც ვარ, ვცნობ ადამიანებს და ვხვდები მათ დამოკიდებულებას მცენარეების მიმართ. ადამიანს უნდა უყვარდეს თავისი ეზო და რაც მთავარია მცენარეები. მცენარეს რომ გაუგო ადამიანმა, მინიმალურად ფსიქოლოგიც უნდა იყო. ეს ყველას არ შეუძლია" - გვეუბნება გოგელია.



პაატა გოგელია 2011-2016 წლებში ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს ხელმძღვანელობდა, თუმცა ამბობს, რომ მას მაშინ ბაღის საკუთარი შეხედულებებისამებრ მოწყობის საშუალება არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ბოტანიკური ბაღის მოწყობის გეგმა, რომელიც თავად შეიმუშავა, ახლაც აქვს.



გოგელიას ეზო საზოგადოებამ "მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს" ფარგლებში მიმდინარე კონკურსის მეშვეობით გაიცნო. დეკორატორის ეზო, "ზუგდიდის ყველაზე სუფთა ეზოს" ნომინაციაში მონაწილეობს. კონკურსი ზუგდიდის გამგეობის ა(ა)იპ "ზუგდიდდასუფთავების ცენტრის" მხარდაჭერით იმართება.

თათია როგავა
AMBEBI.GE
11:16 / 13-10-2017
ავოიეეე
0
ხოო,არ ამუშაოთ ასეთ ხალხი,ამათ კარგის გაკეთება შეუძლიათ და თქვენც ხომ ეს არ გაწყობთ?
გამოეხმაურე / 0 /
14:55 / 05-10-2017
გია
0
ადამიანი რომ ასეთ ეზოს გააკეთებს,ასეთი ადამიანი არ შეძლება რომ არ იყოს შინაგანად ძალიან კეთილშობილი და პასუხისგებით სავსე პიროვნება!<br />
<br />
ყოჩაღ პაატა გოგელიას!ღმერთმა ხელი მოუმართოს მის საქმიანობაში და საერთოდ ცხოვრებაში!
გამოეხმაურე / 0 /
მსგავსი სიახლეები
+VIDEO: ცნობილები გახდნენ მათი საქმიანობისთვის, დამსახურებისთვის, თუ მომავალი წარმატებისთვის
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
18:12 / 17-01-2018  Image რატომ შევიდა ბაგა-ბაღებში რძის პროდუქტი ღვინის ეტიკეტიანი შეფუთვით? - "მილკოფუდის" განმარტება
"არასწორად ეტიკეტირებული რძის პროდუქტი აბსოლუტურად უსაფრთხოა"
11:23 / 17-01-2018  Image "ზვიად მესხი თუ ოდესმე თაზოს გაიცნობს, დარწმუნებული ვარ, შეუყვარდება..." - "ბასიანთან" დაჭრაში ბრალდებულის მამიდა
"ჩვენ პრივილეგირებული ოჯახი არ ვართ... სიკეთის მეტი არ გვიკეთებია...."
15:08 / 17-01-2018  Image დეპუტატი: "გლეხს სწავლა რომ უყვარდეს, გლეხი არ იქნებოდა, სხვა ადგილს მიაგნებდა ცხოვრებაში"
"ის მოსაზრება რომ მოსახლეობა მივატოვოთ და მხოლოდ ვასწავლოთ - არ გამოდგება"
17:29 / 17-01-2018  Image ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ
14:37 / 17-01-2018  Image ქეთა თოფურიას "ცხელი" ფოტოები ტაილანდიდან
ქეთა თოფურია მეგობრებთან ერთად ტაილანდში ისვენებს

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49