"წლების განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები" - ხათუნა თორთლაძე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოში ჩამობრძანებაზე

"წლების განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები" - ხათუნა თორთლაძე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოში ჩამობრძანებაზე

საკმაოდ რთული გზა გამოვიარეთ იმისთვის, რომ ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოში ჩამობრძანებისთვის მიგვეღწია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თორთლაძემ განუცხადა.

"მინდა მოგილოცოთ ეს მართლაც ისტორიული დღე, რომელიც ემოციურად საკმაოდ დატვირთულია. ჩვენ საკმაოდ რთული გზა გამოვიარეთ იმისთვის, რომ ამ შედეგისთვის მიგვეღწია. წლების განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკებები ინდოეთის მხარესთან. ინდოეთის მხარეს დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ უპრეცედენტო გადაწყვეტილებისთვის, რომელიც მათ მიიღეს. ზოგადად, ინდოეთის

კანონმდებლობით აკრძალულია ამ ტიპის რელიქვიების საზღვრებს გარეთ გატანა, თუმცა მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ შევძელით მიგვეღწია ამ შედეგისთვის და გამონაკლისის სახით ინდოეთის მხარემ დაუშვა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოში ჩამობრძანების შესაძლებლობა", - აღნიშნა ხათუნა თორთლაძემ.

მისივე თქმით, საქართველოსა და ინდოეთის მთავრობებს შორის შეთანხმებით, ქეთევან დედოფლის ნაწილები საქართველოში 6 თვის განმავლობაში დარჩება.

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები დროებით, ინდოეთიდან საქართველოში გუშინ ჩამოაბრძანეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი