წნორში დასახლებულ პუნქტთან ახლოს ბუჩქნარსა და ბალახს ცეცხლი უკიდია

წნორში დასახლებულ პუნქტთან ახლოს ბუჩქნარსა და ბალახს ცეცხლი უკიდია

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში, ბროწლიანის დასახლებაში ბუჩქნარსა და ბალახს ცეცხლი უკიდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" გამგებლის წარმომადგენელმა მიხეილ კულტიბაშვილმა განუცხადა, ცეცხლი დასახლებულ ტერიტორიასთან 60-70 მეტრში ფიქსირდება, თუმცა, ამ ეტაპზე ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია და ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. მისივე თქმით, მეხანძრეებთან ერთად ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში მოსახლეობაც არის ჩართული.

ადგილზე მობილიზებული არიან სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და გურჯაანის სახანძრო- სამაშველო ჯგუფები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი