სოფელ შალაურში დაჭრილების მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია

სოფელ შალაურში დაჭრილების მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია

თელავის რაიონის სოფელ შალაურში მომხდარი შეთხვევის დროს დაჭრილების მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

როგორც "ინტერპრესნიუსს " თელავის რაიონული საავადმყოფოს ქირურგმა გიორგი გოგინაშვილმა განუცხადა, ორ დაჭრილს ქირურგიული ოპერაცია ჩუტარდა და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისივე თქმით, სამივე ახალგაზრდას სხეულის სხვადასხვა ადგილზე ღია ჭრილობები ბასრი საგნით აქვს მიყენებული, მათ შორის მუცლის ღრუში, გულმკერდის არესა და ბარძაყის მიდამოებში.

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა სამი თანასოფლელი ცივი იარაღით დაჭრა. პოლიციამ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი