დირექტორი, რომლის ბაღიდან ბავშვი გადმოვარდა გათავისუფლებულია - მასთან ერთად გაათავისუფლეს აღმზრდელი და მისი თანაშემწეც

დირექტორი, რომლის ბაღიდან ბავშვი გადმოვარდა გათავისუფლებულია - მასთან ერთად გაათავისუფლეს აღმზრდელი და მისი თანაშემწეც

ზემო ფონიჭალის 206-ე საჯარო ბაღის დირექტორი მარინა გოგოლაძე, ასევე აღმზრდელი და აღმზრდელის თანაშემწე თანამდებობიდან გათავისუფლდნენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს უფროსმა თემურ თორდინავამ განუცხადა.

მისივე თქმით, მონიტორინგის სამსახურის მოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 206-ე საჯარო ბაღის მეორე სართულიდან ბავშვის გადმოვარდნა აღმზრდელისა და აღმზრდელის თანაშემწის მხრიდან უყურადღებობამ გამოიწვია.

"აქედან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, რომ თანამდებობიდან გავათავისუფლეთ 206–ე საბავშვო ბაღის დირექტორი. დირექტორის მოვალეობას დროებით მისი მოადგილე შეასრულებს", – განაცხადა თორდინავამ. მისივე თქმით, თანამდებობიდან ასევე გათავისუფლდნენ ჯგუფის აღმზრდელი და აღმზრდელის თანაშემწეც, რომელთა შესახებაც ბრძანებას ხვალ, კანონის თანახმად, ახალი დირექტრი გამოსცემს.

ზემო ფონიჭალის 206-ე საჯარო ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა. დაშავებული პატარას ქალა-ტვინის და გულ-მკერდის ტრავმა აღენიშნება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი