შარტავას ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს - სავარაუდოდ, გარდაცვლილი ძალოვანი უწყების თანამშრომელია

შარტავას ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს - სავარაუდოდ, გარდაცვლილი ძალოვანი უწყების თანამშრომელია

შარტავას ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს საბურთალოს რაიონში, შარტავას ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი ძალოვანი უწყების თანამშრომელია და მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამარათლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გარდაცვლილი ძალოვანი უწყების წარმომადგენელია, შს სამინისტროში განმარტავენ, რომ ის პოლიციელი არ არის. სხვა დეტალებზე შსს-ში არ საუბრობენ.

შემთხვევა შარტავას ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი