დღეს წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენებაა - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ დღესასწაულის შესახებ

დღეს წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენებაა - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ დღესასწაულის შესახებ

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.

დღესასწაულთან დაკავშირებით, წმინდა დედოფლის ნაწილი გუშინ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრიდან კახეთში, ალავერდის ტაძარში გადააბრძანეს, სადაც მორწმუნეებს სიწმინდის მოლოცვა 1-ელ ოქტომბრამდე შეეძლებათ. შემდეგ კი წმინდა ნაწილს სხვა ეპარქიებში გადააბრძანებენ.

წმინდა დედოფლის წმინდა ნაწილები 6 თვით, ინდოეთიდან საქართველოში 23 სექტემბერს ჩამოაბრძანეს. წმინდა დედოფალი ქეთევანი აშოთან მუხრან ბატონის ასული იყო. შაჰ-აბასის ბრძანებით წმინდა დედოფალი 1624 წლის 26 სექტემბერს ენით აუწერელი სისასტიკით აწამეს. თავზე გახურებული რვალის ქვაბი დაამხეს, მარწუხებით მკერდი დააგლიჯეს, მკერდიდან ზურგში გავარვარებული შამფურები გაუყარეს, ფრჩხილები დააძრეს, ხორცი დააგლიჯეს, ლურსმნიან ფიცარზე დააგდეს და ზედაც ლურსმნიანი ფიცარი დააჭედეს, ბოლოს გახურებული ბარით შუბლი გაუპეს. წმინდანის სხეული ჯალათებმა ნადირთა სათრევად დატოვეს. მის წმინდა ნეშტს კი სამი ნათლის სვეტი დაადგა.

წამების მხილველმა კათოლიკური ორდენის წარმომადგენლებმა, ავგუსტინელებმა, წმიდა დედოფლის ნაწილები დიდი პატივით წაასვენეს, საკმევლით და მურით გაჟღენთილ ქსოვილში გაახვიეს და ინდოეთში, ქალაქ გუაში არსებულ დაგრასას მონასტერში გადაასვენეს. შემდგომ მიწისძვრის შედეგად მონასტერი დაინგრა და წმინდა დედოფლის საფლავი ბოლო დრომდე დაკარგულად ითვლებოდა. იგი ინდოელ არქეოლოგებთან და ექსპედიციის წევრებთან ერთად, ავჭალის წმინდა ქეთევან დედოფლის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა გიორგი რაზმაძემ 2006 წელს აღმოაჩინა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი