"მითხრეს სანამ მონასტერს არ ააშენებ, მანამდე არ მოხვიდეო, ანუ ჯერ არ მოვკვდები..." - რას ყვება ანთიმოზ ბიჩინაშვილი კომიდან გამოსვლის შემდეგ

"მითხრეს სანამ მონასტერს არ ააშენებ, მანამდე არ მოხვიდეო, ანუ ჯერ არ მოვკვდები..." - რას ყვება ანთიმოზ ბიჩინაშვილი კომიდან გამოსვლის შემდეგ

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ არქიმანდრიტი ანთიმოზ ბიჩინაშვილი კომაში ჩავარდა. მისი დისშვილის განცხადებით, ის ალადაშვილის კლინიკაში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს მას შემდეგ, რაც ინსულტი მიიღო. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ბერი, რომელიც რამდენიმე თვის წინ პენსიაზე გავიდა, გუშინ კლინიკიდან გაწერეს. ანთიმოზ ბიჩინაშვილი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ AMBEBI.GE-ს ესაუბრა:

- მეგობარი დამეღუპა, ძალიან განვიცადე, 3-4 დღე საერთოდ არ მეძინა და სწორედ ამან განაპირობა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. ავლაბრიდან მოვდიოდი მანქანით და უცებ გავითიშე საჭესთან, სასწრაფოდ გადამიყვანა ჩემმა მეგობარმა კლინიკაში, უგონო მდგომარეობაში ვიყავი, თავიდან იქაც ეგონათ ინსულტი მივიღე, მაგრამ რეანიმაციაში როცა მომათავსეს, გაირკვა რომ სტრესის, ნერვიულობის და გადაღლილობის ფონზე, ორგანიზმში რაღაც ირღვევა და შესაძლოა მოხდეს შაქრის დონის უეცარი დაწევა. ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც, ღმერთმა დამიფარა, მართლა ინსულტი რომ არ მივიღე.

- ახლა როგორ გრძნობთ თავს?

- სუსტად ვარ, შესაძლოა ისევ განმეორდეს ეს, ამიტომ ძვირადღირებული მკურნალობა მჭირდება. ჯერ სახლში ვარ, გუშინ გამომწერეს, როგორც კი შევძლებ ჩემს უწმინდესს მოვინახულებ და ამის შემდეგ მივხედავ საკუთარ ჯანმრთელობას. როგორც კი გაიგო, ჩვენმა უწმინდესმა ჩემი მდგომარეობა, იმ დღესვე გამოგზავნა ოთხი მამაო კლინიკაში, პარაკლისი ჩაატარეს და ყოველდღე კითხულობდა ჩემს ამბავს.

- ვინ დაგეხმარებათ მკურნალობაში?

- არ ვიცი, ფული მართლა არ მაქვს... ვალებით ვცხოვრობ, მაგრამ ვიცი ყველაფერი კარგად იქნება. გიჟს ვგავარ, რეანიმაციაში წვერი და თმა გადამპარსეს. 25 წელი ვიზრდიდი და ახლა ვერ ვეგუები ჩემს თავს ამ მდგომარეობაში. პატრონი რომ მყოლოდა და ვინმეს ეთქვა, რომ მღვდელი ვარ, ალბათ არ გადამპარსავდნენ... როცა კომაში ვიყავი, თქვენ არ იცით, იქ რა საოცრებები ვნახე... მითხრეს სანამ მონასტერს არ ააშენებ, მანამდე არ მოხვიდეო, ანუ ჯერ არ მოვკვდები. კიდევ ვნახე საოცარი ბუნება, რომელსაც ვერ ავხსნი, ენითაღუწერელი სილამაზის ბუნება იყო, ოღონდ დედამიწაზე არ ხდებოდა ეს ყველაფერი...

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი