"ჩემს ცხოვრებაში მოხდა რაღაც, რამაც სიმშვიდე დამაკარგვინა" - რას სთხოვს მაყურებელს მსახიობი, რომელმაც მღვდლის როლი პირველად მოირგო

"ჩემს ცხოვრებაში მოხდა რაღაც, რამაც სიმშვიდე დამაკარგვინა" -  რას სთხოვს მაყურებელს მსახიობი, რომელმაც მღვდლის როლი პირველად მოირგო

სერიალის - "ჩემი ცოლის დაქალები" თიზერმა საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. ერთ-ერთ მთავარ როლს მსახიობი ზურა ჟღენტი თამაშობს. მღვდლის როლი პირველად მოირგო და იმედი აქვს, რომ მაყურებელი მის პერსონაჟთან არ გააიგივებს. რისი ეშინია ყველაზე მეტად, როდის კარგავს წონასწორობას და როგორ იქცევა დაძაბული პერიოდის დროს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1984 წლის 6 მაისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. ადრეული ასაკიდან ეს სურვილი მქონდა. დედას თეატრში ხშირად დავყავდი. მახსოვს, კინომსახიობთა თეატრში "ჩვენი პატარა ქალაქი" რომ ვნახე, იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მომინდა, მომავალში სცენაზე მეც ვყოფილიყავი. საქართველოში მსახიობობა ცოტათი დაუფასებელი პროფესიაა, ნაკლებ შემოსავლიანიც, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, პროფესიული არჩევანის გამო სინანული არასდროს მქონია. ზუსტად ვიცი, რა პროფესიაც უნდა ამერჩია, თავს შევაკლავდი და კეთილსინდისიერად ვიმუშავებდი. ძალიან მომწონს ექიმობა, პედაგოგობა... ამ სფეროებშიც დიდი ინტერესით ჩავიძირებოდი, ორივე ძალიან საპასუხისმგებლო პროფესიაა.

- ჩემზე ამბობენ...

- ...დღეს დედამ მითხრა, - უფასო 112 ხარო. ადამიანების დახმარება მიყვარს. ამას ყოველთვის დიდი გულით და უანგაროდ ვაკეთებ. მეგობრები მსაყვედურობენ, - მიმნდობი ხარ, ეგრეც არ შეიძლებაო. სულელურად გულუბრყვილო არ ვარ, მაგრამ ადამიანთან ნდობის გარეშე ურთიერთობა არ შემიძლია.

- მიმნდობი ხასიათის გამო ადამიანებისგან...

- ...ბევრჯერ მტკენია გული.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ჯანმრთელი ვარ და შემიძლია, ჩემი თავი განვავითარო; ბედნიერი ვარ, რომ გარშემო ბევრი საყვარელი ადამიანი მყავს, ოჯახის წევრები, ახლობლები და შემიძლია ვთქვა, მთელი საქართველოც კი.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...შრომისმოყვარე ვარ. მხო­ლოდ ჩემს საქმეს არ ვგულისხმობ, ფიზიკური შრომაც მიყვარს. ვცდილობ, ეს თვისება არ დავკარგო. ვერ ვჩერდები, საქმე სულ რომ არ იყოს, რაღაცას მაინც გამოვნახავ. სახლში რემონტი ჩემი გაკეთებულია. მეზობელი ხელოსანია და როცა რაიმეს ვერ ვხვდებოდი, მას ვურეკავდი. ის მიხსნიდა, მასწავლიდა. იატაკზე ლამინატი "იუთუბზე" ნანახი ვიდეოს მეშვეობით დავაგე (იცინის), მშვენიერი გამოვიდა.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...გურულისთვის დამახასია­თებელი სიფიცხე მაქვს. უცებ ვფე­­თქდები და მერე ჩემს თავზე ვბრა­ზდები. იყო პერიოდი, როცა საკუთარი თავის კონტროლი შემეძლო, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში მოხდა რაღაც ისეთი, რამაც სიმშვიდე დამაკარგვინა და...

- ეს იყო...

- ...გულის ტკივილი პირად ცხოვ­რებაში... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი