ვინ არის აშშ-ში მყოფი ქართველი მამაო, რომელმაც ამერიკელი წყვილი გურულად აამღერა - "კუნძულზე ერთადერთი ქართველი ვარ..."

ვინ არის აშშ-ში მყოფი ქართველი მამაო, რომელმაც ამერიკელი წყვილი გურულად აამღერა - "კუნძულზე ერთადერთი ქართველი ვარ..."

"მე­სა­მე წე­ლია, რაც ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის ეპარ­ქი­ა­ში ვმსა­ხუ­რობ. თავ­და­პირ­ვე­ლად, ვა­შინ­გ­ტო­ნის წმინ­და მე­ფე თა­მა­რის სა­ხე­ლო­ბის სამ­რევ­ლო­ში ვი­ყა­ვი, შემ­დეგ კა­ლი­ფორ­ნი­ის შტატ­ში, ლოს-ან­ჯე­ლე­სის წმინ­და ნი­კო­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის სამ­რევ­ლო­ში, ამ­ჟა­მად ალას­კის შტა­ტის კუნ­ძულ კო­დი­აკ­ზე ვარ, წმინ­და იოანე სან­ფ­რან­ცის­კო­ე­ლის სა­ხე­ლო­ბის სამ­რევ­ლო­ში", - გვე­უბ­ნე­ბა დე­კა­ნო­ზი კონ­ს­ტან­ტი­ნე პა­ი­ჭა­ძე, რო­მელ­თა­ნაც ინ­ტერ­ვიუ "გზა­ში" ად­რეც და­ბეჭ­დი­ლა, მა­შინ ვა­შინ­გ­ტონ­ში წმინ­და მე­ფე თა­მა­რის სა­ხე­ლო­ბის სამ­რევ­ლო­ში გახ­ლ­დათ. მის ცხოვ­რე­ბა­ში, რო­გორც აღ­ნიშ­ნა, ამ­ჯე­რად სი­ახ­ლეა - შტა­ტი შე­იც­ვა­ლა, ალას­კა­ზე გა­და­ვი­და, სა­დაც ერ­თა­დერ­თი ქარ­თ­ვე­ლი აღ­მოჩ­ნ­და...

"ბო­ლო 3 წე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია იმ 24 წლი­დან, რაც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რი ვარ. უნ­და ით­ქ­ვას, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის­თ­ვის უმ­თავ­რე­სი ქრის­ტეს მსა­ხუ­რე­ბაა და არა - გე­ოგ­რა­ფია. თუმ­ცა, თა­ვის მხრივ, გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბაც სა­ინ­ტე­რე­სოა.

ამე­რი­კამ­დე უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბი იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, რად­გან, რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნე, თა­ვად სამ­ღ­ვ­დ­ლო მსა­ხუ­რე­ბაა უმ­თავ­რე­სი და მას­ში უპა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, და­ცე­მას და სუ­ლი­ერ გა­ნად­გუ­რე­ბას ნიშ­ნავს - ეს ასეა სამ­შობ­ლო­ში თუ სამ­შობ­ლოს გა­რეთ. ვცდი­ლობ­დი, ასე მემ­სა­ხუ­რა ყვე­ლა ტა­ძარ­ში. ამ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით ვი­ყა­ვი რამ­დე­ნი­მე წე­ლი ბა­თუ­მის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ის რექ­ტო­რი, მაგ­რამ მა­ინც მინ­და, ჩე­მი მსა­ხუ­რე­ბის წლე­ბი­დან გა­მოვ­ყო ის 11 წე­ლი, რო­მე­ლიც უფალ­მა მარ­გუ­ნა და მი­სი კვარ­თის სამ­კ­ვიდ­რე­ბელ­ში, სვე­ტიცხო­ველ­ში გა­ვა­ტა­რე. ვინც იცის, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის ოც­ნე­ბა იყო, რომ მო­სუ­ლი­ყო და მო­ე­ლო­ცა მაცხოვ­რის კვარ­თის სამ­კ­ვიდ­რო მცხე­თა, მე კი უფალ­მა სამ­ღ­ვ­დ­ლო მსა­ხუ­რე­ბად მარ­გუ­ნა.

მახ­სოვს, რო­ცა უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ მითხ­რა, - გა­დავ­წყ­ვი­ტე, მცხე­თა­ში, სვე­ტიცხო­ველ­ში უნ­და იმ­სა­ხუ­როო, სი­ხა­რუ­ლი­სა და გა­ო­ცე­ბის­გან თავ­ბ­რუ და­მეხ­ვა...

არა­ნაკ­ლე­ბი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა შენს თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს ემ­სა­ხუ­რო სამ­შობ­ლო­დან ასე შორს. იმ სა­მი ღვთა­ებ­რი­ვი სა­უნ­ჯი­დან, რაც მა­მა-პა­პი­დან გვაქვს, ერ­თი ოკე­ა­ნის გაღ­მაა და იმ ორის - ენი­სა და სარ­წ­მუ­ნო­ე­ბის დაც­ვა, მხო­ლოდ ეკ­ლე­სი­უ­რო­ბა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი, რად­გან ეკ­ლე­სია აქ და­მა­ტე­ბით ფუნ­ქ­ცი­ას იძენს, რომ შეკ­რი­ბოს ყო­ვე­ლი კუთხი­დან მო­სუ­ლი ქარ­თ­ვე­ლი, რა­თა გა­იც­ნონ ერ­თ­მა­ნე­თი, ბავ­შ­ვებ­მა ის­წავ­ლონ უფ­რო მე­ტი რამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე, სამ­შობ­ლო­ზე და აქ, უცხო­ე­თის ცის ქვეშ მყო­ფებ­მა იცოდ­ნენ, ვინ არის მა­თი თვის­ტო­მი. ძი­რი­თა­დად, ეკ­ლე­სი­ა­ზეა მა­თი ხვა­ლინ­დე­ლი დღე და მა­თი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

შე­სა­ბა­მი­სად, აქ იზ­რ­დე­ბა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაც მსა­ხუ­რე­ბის მი­მართ. თით­ქ­მის ყვე­ლა სამ­რევ­ლოს აქვს საკ­ვი­რაო სკო­ლა. გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, თა­ვის­თა­ვად რთუ­ლია სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის­თ­ვის აქ ყოფ­ნა, მაგ­რამ ეს თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის არ­ჩე­ვა­ნია და არა - იძუ­ლე­ბა. თუ ვინ­მეს აღ­მო­აჩ­ნ­დე­ბა სურ­ვი­ლი, არც უკან დაბ­რუ­ნე­ბაა შე­უძ­ლე­ბე­ლი", - ამ­ბობს მა­მა კონ­ს­ტან­ტი­ნე... განაგრძეთ კითხვა

ნახეთ ვიდეო: დეკანოზმა კონსტანტინემ ამერიკელ წყვილს ჯვარი დასწერა - წყვილმა ქორწილში გურული სიმღერა შეასრულა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი