კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:33 / 28-09-2017
გაიცანით ქართველი გოგონა, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ლაბორატორიაში იკვლევს, რისგან შედგება ადამიანი და სამყარო
26 წლის ქართველი გოგონა ანა ყალიჩავა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლაბორატორიაში ბიოფიზიკის მიმართულებით საქმიანობს. პროექტი, რომელზეც ანა ჰოლანდიაში, დელფტის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მუშაობს, სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროცესს - უჯრედების გაყოფის ციკლს შეისწავლის.

AMBEBI.GE ანა ყალიჩავას მისი ცხოვრების, მიზნების, მიღწევებისა და გეგმების შესახებ ესაუბრა.

- გვიამბეთ თქვენ შესახებ, რას საქმიანობდით თბილისში და რატომ გადაწყვიტეთ მეცნიერი გამოსულიყავით?
- რთულია აირჩიო ათვლის წერტილი დროში და მოყვე საკუთარ თავზე, ცხოვრებაზე, თუ საიდან დაიწყე.... როცა იზრდები, შემდგომ ხვდები ყველა დეტალისა თუ მოვლენის მნიშვნელობას შენი მეს ჩამოყალიბებაში. ყველაზე მეტად გამოვყოფდი კომაროვის სკოლის პერიოდს, როცა მრავლად იყო: ოლიმპიადები, კონფერენციები, კონკურსები და ჩარჩოებს მიღმა ინოვაციური აზროვნება ყალიბდებოდა. ფაქტობრივად, ჩემი სასტარტო პაკეტი კომაროვმა შექმნა. შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე.

თავიდან თეორიული ფიზიკით ვიყავი დაინტერესებული, თუმცა დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ექსპერიმენტები უფრო მიზიდავდა. ბაკალავრიატის ბოლო კურსზე შვეციარიაში, ციურიხის უნივერსიტეტში გავიარე პრაქტიკები ექსპერიმენტული ფიზიკის მიმართულებით. თბილისში დაბრუნებულმა კი გავიგე, რომ დედას სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინდა. იძულებული გავხდი ლიტერატურული კვლევა ჩამეტარებინა, თუ რასთან გვქონდა საქმე. დედაჩემის იმუნოჰისტოქიმიურ ანალიზებში თვალში საცემი იყო ცილა - HER2. ზოგი ექიმი ამ ცილის დადებითობას გვილოცავდა. მე კი ვერაფერს ვიგებდი გარდა ერთისა - დედაჩემს სიმსივნე ქონდა...

გამიჩნდა კითხვები, თუ რისგან შევდგებოდით, რა მართავდა ჩვენი სიცოცხლის ფორმას? რისგან შედგებოდა სამყარო და ვინ ვიყავით ამ სამყაროში ჩვენ? ამ კითხვებზე საპასუხოდ, ფიზიკა აღარ იყო საკმარისი, დავიწყე ბიოლოგიის, ბიოქიმიის სწავლა. მინდოდა უფრო ფუნდამენტურად გამეგო და შემესწვალა უჯრედები, ცილები, დნმ, მათი მექანიზმები, მუტაციები და ბიოფიზიკის მიმართულებით გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება.

- როგორ გაემგზავრეთ საზღვაგარეთ და ახლა რა პროექტზე მუშაობთ?
- ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში ხელმძღვანელმა აშშ-ში პრაქტიკის გავლა შემომთავაზა. იქ სხვადასხვა ბიოფიზიკური მეთოდებით ცილების ურთიერთქმედებას ვსწალობდი. შემდგომ იყო მაგისტრატურა ტეხასის უნივერსიტეტში, სადაც პირველმა უჯრედებიდან ნეირონული ცილა (CNTNAP2) გამოვყავი და შევისწავლე. სამაგისტრო პროექტზე მუშაობისას კოლაბორაციაში ვიყავით ბერკლის უნივერსიტეტთან, და მათთან ერთადაც სტატია გამოვაქვეყნე. მაგისტრატურის შემდგომ ვმუშაობდი გერმანიაში, მაქს პლანკის ინსტიტუტში მექანობიოლოგიის მიმართულებით, პარალელურად ვემზადებოდი დოქტორანტურაზე სწავლის გასაგრძელებლად. მქონდა ინტერვიუები და საბოლოოდ დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ჰოლანდია ავარჩიე.

პროექტი, რომელზეც ვმუშაობ, ვფიქრობ, რომ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საოცრად დახვეწილ პროცესს - უჯრედების გაყოფის ციკლის (Cell Cycle) შეისწავლის. უჯრედის გაყოფა სხვადასხვა ფაზების კომბინაციაა, რომლის დროსაც ხდება დნმ-ის კონდენსაცია, გაორმაგება და შვილობილ უჯრედებში განაწილება. დნმ კოდირებული გენეტიკური ინფორმაციაა, რომელიც განსაზღვრავს ემბრიოგენეზის, განვითარების, ზრდის მეტაბოლიზმის და რეპროდუქციის პროცესებს. მე ვსწავლობ, თუ როგორ ხდება ჩვენი გენეტიკური ინფორმაციის მომზადება შვილობილ უჯრედებში გადაწერისთვის, რა მექანიზმებით ხორციელდება და რომელი ცილები მონაწილეობენ და მართავენ ამ პროცესებს. ძირითადად ვმუშაობ ერთი მოლეკულის დონეზე, სადაც დნმ-ის მაგნიტურ ველში კონდენსაციას ვაკვირდები, მაგნეტიკური პინცეტებით და ფლუორესცენსული მიკროსკოპით.

- რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- ყველაზე დიდ მიღწევად ჩემს ცხოვრებაში
მივიჩნევ ქეის დეკერის (2017 წლის ნობელის პრემიაზე წარდგენილ - Dr. Cees Dekker) ლაბორატორიაში მოხვედრას. დღეს ვმუშაობ მსოფლიოში საუკეთესო თუ არა ერთ-ერთ ყველაზე კარგ ლაბორატორიაში, სადაც გასხვავებული მიმართულების კვლევები მიმდინარეობს. გარემო საოცრად ამბიციურია და იდეის განსახორციელებლად ყველა შესაძლებლობას გვთავაზობს. ძირითადი პროექტის გარდა, ვმუშაობ სამეცნიერო სტარტაპზე, რომელიც ალკოჰოლური სასმელების გამოხდის ახალ მეთოდს გვთავაზობს.

- მეცნიერების პარალელურად, რითი ხართ დაინტერესებული? რა არის თქვენი ჰობი?
- ჩემს ცხოვრებაში ძირითად ინტერესად და ჰობად მეცნიერებას დავასახელებდი. ექსპერიმენტების თეორიული დიზაინი, შემდგომ ლაბორატორიაში რეალიზება, აწყობა, პრობლემების გადაჭრა, გაზომვები, მონაცემთა შეგროვება და დამუშავება, ბოლოს კი შედეგების ინტერპრეტაცია. რაღაცით უჯრედულ ციკლს ჰგავს, თუ რომელიმე ფაზა დაირღვევა, შედეგიც შესაბამისი იქნება - არასწორი. ჩემთვის ამ პროცესში ყველაზე მეტად მიმზიდველი იმ კორპუსკულარული პროცესების შესწავლაა, რომლებისგანაც ჩვენ თვითონ შევდგებით და ვარსებობთ.

მეცნიერების შემდგომ ყველაზე მეტად გამოვყოფდი მოტოს. მოტოს ტარება რაღაცით შინაგანი მეს გარეთ გამოთავისუფლებას ჰგავს. თითქოს ადგილებს ცვლით და ეს ის მომენტია, როცა სრულებით მიყვები შენს შინაგან ხმას, ფიქრებს, სურვილებს. რაღაცით რეალობის და პარარელური სამყაროების გადაკვეთის წერტილი ხდები და სინათლის სიჩქარით იწყებ მოძრაობას. თავისებური რიტუალია, იცვამ ქურთუკს, იკრავ ჩაფხუტს, ხელთათმანებს, პირველი ჩამოქაჩვა გაზის, მოტოს ფეხებით გაგორება, გონებაში რამდენიმე ათეული კილომეტრი გავლებული გაქვს, სრული გაზი და გრძნობ შენს უჯრედებში როგორ კონდენსირდება დნმ.

მერე მოდის ფრენა... ფიზიკური თუ გონებრივი თავისუფლება, თავისუფლება რომელსაც სამყაროში სხვა ვერაფერი ჩაგინაცვლებს. მრავალ განზომილებიანი კონცენტრაციის უნარი, ტრასაზე, როგორც ჭადრაკის თამაშში, წინასწარ თვლი სხვების სვლებს... ეს არის მომენტი როცა ხვდები, რომ სამყარო შენი ნაწილია... სოლო მოგზაურობები მოტოთი, საოცრად კარგი განტვირთვის, განმუხტვის და ახალი იდეების წყაროა. მომავალ ზაფხულს ჰოლანდიიდან მაროკომდე ჩასვლას ვგეგმავ.

ბოლო წლებია, ხატვა დავიწყე. ვცდილობ ფერებში გადმოვცე ჩემი აზრები, ემოციები და ის სურათი, რაც წარმოსახვაში მაქვს. ჩემთვის ნებისმიერი საკითხი/მოვლენა გასაგებია მხოლოდ მაშინ, როცა ამ საკითხისა თუ მოვლენის წარმოდგენა შემიძლია. ჩემი კვლევების დანახვაში ხატვა ძალიან დამეხმარა.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? უკავშირდება თუ არა ის საქართველოს?
- ჩემი მომავალი და გეგმები საქართველოს უკავშირდება. ვერ წარმომიდგენია ცხოვრება იმ ყველაფრის გარეშე, რამაც მე, როგორც პიროვნება და როგორც მეცნიერი, ჩამომაყალიბა. ვფიქრობ, სტუდენტების აყვანას საქართველოდან, რომლებსაც სამაგისტრო კვლევების ჩატარებაში დავეხმარები და ვუხელმძღვანელებ. თუმცა აქ მხოლოდ მეცნიერებაზე არ არის საუბარი... ბევრი ოცნება მაქვს და ყველა საქართველოს ფარგლებში ექცევა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შევცვალო ის, რაც მე გამოვიარე. მინდა, მომავალ თაობას უკეთესი გარემო ჰქონდეს, რათა კომფორტულად შეძლონ თავიანთი ინტერესების და უნარების აღმოჩენა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად რთულია ქართველისთვის უცხოეთში განათლების მიღება და დასაქმება?
- უცხოეთში განათლების მიღება საკმაოდ იოლია, თუ სურვილზე ცოტა მეტი გაქვს და მოინდომებ. რა თქმა უნდა, შრომა და მიზანდასახულობაც აუცილებელი ფაქტორებია.

- რას ურჩევთ ახალგაზრდებს, რას მიაქციონ ყურადღება კარიერული განვითარების გზაზე?
- ყველაზე მნიშვნელოვანია, ცხოვრებაში იპოვონ ის, რაც აინტერესებთ, შემდგომ კი განვითარდნენ ამ მიმართულებით. ჩემი აზრით, კარიერული გზის გაწერილი გეგმა არ არსებობს. როცა საყვარელ საქმეს აკეთებ, ეს შენი ცხოვრება ხდება. გამოვყოფდი რამდენიმე ძირითად ფაქტორებს, რაც ნებისმიერი მიმართულებით მნიშვნელოვანია. ეს არის ფუნდამენტურობა, დისციპლინა და შრომა. ხელშემშლელი მიზეზები ყოველთვის იყო და იქნება, მთავარია სურვილი მიზნისკენ სვლის.

- როგორ შეაფასებთ საქართველოში მეცნიერების განვითარების დონეს?
- ძირითადი შეხება, რაც მაქვს და რითიც შემიძლია შევაფასო, სამეცნიერო სტატიებია. თვალყურს ვადევნებ საქართველოდან გამოქვეყნებულ სტატიებს. ძალიან დიდი გონებრივი რესურსი გვაქვს, რომელსაც ნაწილობრივადაც ვერ ვიყენებთ სამეცნიერო ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო. ვფიქრობ, სახელმწიფომ ბევრად მეტი ფინანსები უნდა ჩადოს ამ მიმართულებით. არ უნდა მიდიოდნენ ქართველი სტუდენტები საზღვარგარეთ განათლების მისაღებად და განსაკუთრებით, სამუშაოდ. მე ამის ნათელი მაგალითი ვარ. თითქმის არ მაქვს არჩევანი სამსახურის დაწყების საქართველოში, რაც ძალიან მაწუხებს. თუმცა, დიდ იმედებს ვამყარებ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის და ამაჩქარებლის პროექტებზე.

ნანა მღებრიშვილი
AMBEBI.GE

ასევე წაიკითხეთ:

გაიცანით ქართველი მეცნიერი, რომელიც აშშ-ში შიდსის განკურნების უახლეს მეთოდზე მუშაობს

გაიცანით ქართველი მეცნიერი, რომელიც აშშ-ში კიბოს მკურნალობის უახლეს მეთოდზე მუშაობს
15:53 / 01-10-2017
ლევანი
0
ზოგი რა ბოღმაა, ჟურნალის იმპაქტ ფაქტორების მოძიება რომ დაიწყო, იქნებ ისიც შევუწმომოთ მოტო კარგად დაჰყავს თუ ცუდად და გავაკრიტიკოთ. ძალიან მიხარია როცა ქართველ ახალგაზრდაზე მესმის კარგი ნებისმიერ დაგრში და უფრო გამხიარდა რომ თქვა სტუდენტებს დავეხმარებიო, ზოგი კონკურენტად აღიქვამს და არათუ ხელს უწყობენ ერთმანეთს ხელს უშლიან... წარმატებები ანას და ბევრი ანა ერს!
14:04 / 29-09-2017
armagedon
0
კარგი გოგოა, პატარაა და უკვე წარმატებული. თუმცა რას იკვლევს, ვერ გავიგე.
მსგავსი სიახლეები
"ახალი პროგრამის მიხედვით, მეოთხე კლასიდან მოსწავლეებმა აფხაზური ენაც უნდა ჩააბარონ..."
ამ შედეგით საქართველო ევროპის სამ უძლიერეს ქვეყანას შორის მოხვდა
როგორც გამოცდებზე გამორჩეულმა სტუდენტმა, პირველივე წელს 1000-ლარიანი სტიპენდია დაიმსახურა უნივერსიტეტისგან
"ღამეები არასდროს გამითენებია, თუმცა წიგნებს საკმარის დროს ვუთმობდი"
2017 წლის ზამთრის და ზაფხულის ბანაკების პროგრამები 10 000-ზე მეტი ბავშვისთვის დაიგეგმა
"ამერიკაში ჩამოვედი 2011 წლის სექტემბერში, როდესაც მეათე კლასში ვიყავი"
რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტულად ვის ეძებს მომავალი დამსაქმებელი
რომელი ქვეყნები გეგმავენ საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაცნობას
საზღვარგარეთ განათლების მიღება დღეს განსაკუთრებით სასურველი და აქტუალურია
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:40 / 23-10-2017  Image ავარია ხაშურთან: საჩხერის "ჩიხურას" ავტობუსი ამობრუნდა, დაშავებულია გუნდის კაპიტანი
ფეხბურთელები ბათუმის "დინამოსთან" მატჩის შემდეგ დედაქალაქში მოემგზავრებოდნენ
13:09 / 23-10-2017  Image ვინ იქნება და რა ქონებას ფლობს დედაქალაქის საკრებულოს მომავალი თავმჯდომარე?
თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე იქნება
10:45 / 23-10-2017  Image Monolith City - მონოლით ჯგუფის პასუხი მომავლის გამოწვევებს
Monolith City შენდება ძველ თბილისში, ორთაჭალაში, გორგასლის მოედნიდან 400 მეტრის მოშორებით
12:15 / 23-10-2017  Image 5 პარტია, რომელმაც არჩევნებზე ყველაზე ნაკლები ხმა მიიღო - ერთ-ერთს მხოლოდ 75-მა ადამიანმა მისცა ხმა
საბოლოო შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისია რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს
09:00 / 23-10-2017  Image ზეციური იერარქია - ყველაფერი, რაც ანგელოზთა დასების შესახებ უნდა იცოდეთ
"ანგელოზებად" იწოდებიან მხოლოდ ზეციურ ძალთა ყველაზე ქვედა საფეხურზე მყოფი არსნი
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49