რისთვის იყენებს საპატრიარქო გასროლილ ჰილზებს, რომელიც მთავრობამ უსასყიდლოდ გადასცა

რისთვის იყენებს საპატრიარქო გასროლილ ჰილზებს, რომელიც მთავრობამ უსასყიდლოდ გადასცა

პატრიარქის მდივანი დეკანოზი მამა მიქაელი ეხმაურება ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობამ, პრემიერის განკარგულებით საპატრიარქოს 5000 კილოგრამი გასროლილი თითბრის ჰილზები უსასყიდლოდ გადასცა.

როგორც პატრიარქის მდივანმა აღნიშნა, გასროლილი თითბრის ჰილზების გადასაცემად საპატრიარქოს თავდაცვის სამინისტროსთვის არაერთხელ მიუმართავს. დეკანოზის თქმით, როგორც მისთვის არის ცნობილი, აღნიშნულს კანონმდებლობა არ კრძალავს. 5 ტონა გასროლილი თითბრის ჰილზები მახათას მთაზე მშენებარე ტაძრისთვის მეორედ ითხოვეს. პირველ ჯერზე გადამუშვების შემდეგ ტაძრის გუმბათის ჯვარი ჩამოისხა.

"ასეთი პრაქტიკა სხვა დროსაც გამოგვიყენებია, როდესაც თავდაცვის სამინისტროსთვის მიგვიმართავს თხოვნით, განასროლი ჰილზების გადმოცემის თაობაზე. გასროლილ ჰილზებს საპატრიარქო შემდეგ ჯვრის, ზარების, ტაძრის კარის შანდლებისა და სხვა საეკლესიო ნივთების დასამზადებლად იყენებს.

მე მახსენდება შემთხვევა, როდესაც ვარკეთილში, წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი შენდებოდა, სამაჩაბლოს ომში დაღუპული ვახტანგ გზირიშვილის დედა, მარინა გზირიშვილი ტაძრის მშენებლობაზე აქტიურობდა. მათაც რამდენჯერმე გადავეცით ეს მასალები. თავდაცვის სამინისტრო თავად იყო დაინტერესებული ამ ტაძრის კეთილმოწყობაში გამოყენებული ყოფილიყო ეს მეორადი პროდუქტი. ეს პრაქტიკა მანამდეც არსებობდა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამას კანონმდებლობა არ კრძალავს", - განაცხადა მამა მიქაელმა.

"არ უნდა გავთამამდეთ" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე სამომავლოდ შეზღუდვების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით

"პლაჟზე არავინ დაგავალებთ პირბადის ტარებას, მაგრამ სასურველია, დისტანცია იყოს დაცული" - ამირან გამყრელიძე

"მაღალი ტემპერატურა პირდაპირ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე" - როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს? - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები