პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი: "თუკი ვინმემ თვითნებურად ასეთი რამ გააკეთა, აუცილებლად დაისჯება"

პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი: "თუკი ვინმემ თვითნებურად ასეთი რამ გააკეთა, აუცილებლად დაისჯება"

პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი ხათუნა ბარაბაძე საკლასო ოთახების რემონტისთვის მოსწავლეთა მშობლების მიერ ფულის შეგროვებას კატეგორიულად უარყოფს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბარაბაძემ განუცხადა, სკოლაში მსგავსი ფაქტი კანონმდებლობით არის აკრძალული.

"გამორიცხულია მსგავსი ფაქტი დაფიქსირებულიყო, რადგან ყველა მასწავლებელს კატეგორიულად ეკრძალება ნებისმიერი თანხის შეგროვება ნებისმიერი საჭიროებისთვის. სკოლას აქვს ყველანაირი საშუალება, რომ თუ მშობელს რაიმე სჭირდება, მან გააკეთოს განაცხადი სკოლის ადმინისტრაციაში, ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ. ნებისმიერი თანხის შეგროვება სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან არის აკრძალული და თუკი ვინმემ თვითნებურად ასეთი რამ გააკეთა, აუცილებლად დაისჯება. ჩვენ ეს ინფორმაცია გადავამოწმეთ მასწავლებლებთან, ისინი ამას კატეგორიულად უარყოფენ", - განაცხადა ბარაბაძემ.

მისივე თქმით, სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლას სასამართლოში გააგრძელებს.

პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლის მშობლის ინფორმაციით, მოსწავლეებს ფულის შეგროვება საკლასო ოთახების რემონტისთვისაც უწევთ. როგორც "ინტერპრესნიუსს" პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლის ერთ-ერთმა მშობელმა განუცხადა, ახალი სასწავლო წლის დაწყების შემდეგ კლასის დამრიგებელმა მათ ჯამში 250 ლარის მიტანა მოსთხოვა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი