კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:45 / 29-09-2017
გამომცემლობა ELSEVIER -ის სემინარი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში
მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, 28 სექტემბერს, 16:00 საათზე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ჩატარდა სემინარები საქართველოს მეცნიერთათვის ELSEVIER-ის ბაზებზე წვდომასთან დაკავშირებით, კერძოდ, კი SCOPUS-ისა და Scival-ის ბაზების შესაძლებლობებზე.

ELSEVIER - მსოფლიოს წამყვანი ონლაინ გამომცემლობა, რომელიც უზრუნველყოფს უახლესი სამეცნიერო კვლევების, გადაწყვეტილებებისა და აღმოჩენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას მეცნიერთათვის. ბაზა აერთიანებს 2 500-ზე მეტ სამეცნიერო ჟურნალსა და 33 000-ზე მეტ წიგნს, მოიცავს მსოფლიოში გამოქვეყნებულ უახლეს სამეცნიერო ლიტერატურას: წიგნების თავებს, აბსტრაქტებს, რეფერატებს, ნაშრომებს, რომლებიც გამოქვეყნებულია ძირითადად
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, სამედიცინო მეცნიერებებში, საინჟინრო მეცნიერებებსა და ტექნოლოგიებში. სამეცნიერო ბაზები ასევე, ნაწილობრივ მოიცავს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებსაც.

სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი საერთაშორისო გამომცემლობა ELSEVIER-თან 2014 წლიდან ინტენსიურად თანამშრომლობს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ფონდსა და ELSEVIER-ის გამომცემლობას შორის დაიდო შეთანხმება, რომლის საფუძველზე 2014 წლის მაისიდან საქართველოს მეცნიერები უფასოდ სარგებლობენ ELSEVIER-ის უმსხვილესი საერთაშორისო სამეცნიერო ბაზით.

ELSEVIER-ის ბაზებზე წვდომა აქვს კონსორციუმში გაერთიანებულ 21 ინსტიტუციას:

o 14 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და მათთან გაერთიანებული სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტებს;
o 3 დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ცენტრს;
o 1 სამეცნიერო ინსტიტუტს;
o საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას;
o საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას;
o საქართველოს ეროვნულ მუზეუმს.

სემინარის შედეგად, დაინტერესებული პირები შეძლებენ SCOPUS-ის ბაზაში სამეცნიერო პროდუქტიულობის სტატისტიკუსი ანალიზის წარმოებას, ჟურნალებისა და პუბლიკაციების მნიშვნელობის მაჩვენებლის განსაზღვრას. სემინარი დაეხმარება მკვლევრებს მოიძიონ მათთვის საინტერესო შრომები და ავტორები, რომელთაც მაღალი სამეცნიერო პროდუქტიულობის მაჩვენებელი აქვთ. ასევე, შეძლებენ საკუთარ პუბლიკაციებზე ციტირების მონიტორინგს. რაც შეეხება ახალი პროდუქტის - Scival-ის პრეზენტაციას - გამომცემლობა ELSEVIER-ის წარმომადგენლები მონაწილეებს გააცნობენ ბაზაში მუშაობის სპეციფიკას და შესაძლებლობებს.

სემინარებს წარუძღვნენკრიშტოფჟიმანსკი (გამომცემლობაElsevier-ის მომხმარებელთაკონსულტანტი-კვლევისმართვა) და ანდრეილოკტევი (გამომცემლობაElsevier-ის მონაცემთაანალიზისკონსულტანტი).

სემინარი გახსნილი იყო, როგორც სამეცნიერო საზოგადოებისთვის ასევე, ყველა დაინტერესებული პირისთვის, რომლებიც ფონდის ვებგვერდის საშუალებით რეგისტრირდებოდნენ ღონისძიებაზე.

R
კომენტარი ჯერ არ დამატებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ყოველ ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს წარმოგიდგენთ ლაივებს.
„ექვთიმე ღვთისკაცი“ - 20 იანვარს ფილარმონიაში და...
ბალკანური ფოლკლორის, როკისა და სიმფონიიის საოცარ სინთეზს...
კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო...
18:15 / 20-01-2018  Image "მე გადავრჩი, მაგრამ ბევრი არ გადარჩენილა ზუსტად მაგ გზაზე..." - რას წერს რუსთავის გზატკეცილზე ავარიაში მოყოლილი გოგონა
"რატომ გვწირავთ?! სად არის გამაფრთხილებელი ნიშანი?!"
14:10 / 20-01-2018  Image საბა სამუშიამ ოთხი ადამიანი დაჭრა - პროკურატურა რესტორან "აღაში" მომხდარ ფაქტზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საბა სამუშიამ სამი ადამიანი დაჭრა
15:30 / 20-01-2018  Image სიყვარული დაფრინავს - რომის პაპმა თვითმფრინავში ბორტგამცილებლები დააქორწინა
ჯვრისწერის სერტიფიკატი პაპის თანმხლებმა კარდინალმა იქვე გააფორმა
19:43 / 19-01-2018  Image "გერმანულ ბანკში ვმუშაობ... სამუშაოს დასრულების შემდეგ სიმღერაზე გავრბივარ" - ქართველი გოგონას წარ­მა­ტე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში
"ჭეშ­მა­რი­ტი გერ­მა­ნე­ლი მა­მა­კა­ცი ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩემ გვერ­დით"
15:07 / 20-01-2018  Image არასამთავრობოები "ბასიანის საქმეზე" - "...საქმეში შესაძლოა ჩართული იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი"
აღნიშნულ საქმეზე ამ დრომდე განხორციელებულმა მართლმსაჯულებამ საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49