სახალისო ინციდენტი ვარსკვლავურ მატჩზე - 11 წლის ბიჭი მალდინის სანახავად სტადიონზე შეიჭრა

სახალისო ინციდენტი ვარსკვლავურ მატჩზე - 11 წლის ბიჭი მალდინის სანახავად სტადიონზე შეიჭრა

"დინამო არენაზე" მსოფლიო და ქართული ფეხბურთის ვარსკვლავების მონაწილეობით გამართული საფეხბურთო მატჩის დროს 11 წლის გულშემატკივარი სტადიონზე შეიჭრა.

ბავშვმა მოედნის მცველებს თავი აარიდა და ცნობილი ფეხბურთელებისკენ გაიჭრა. როგორც თორნიკე კაპანაძემ "პალიტრანიუსს" განუცხადა, სურვილი ჰქონდა, რომ მის საყვარელ ფეხბურთელ პაოლო მალდინისთან მისულიყო. თუმცა მას სველ ბალახზე ფეხი დაუცდა და წაიქცა, რის შემდეგაც მცველებმა ის მოედნიდან გაიყვანეს და მშობლებთან - ტრიბუნაზე დააბრუნეს. 11 წლის თორნიკე კაპანაძე მომავალი ფეხბურთელია, ის კლუბ ავაზას აღსაზრდელია.

"ძალიან მიხაროდა. დაცვა არ მიყურებდა მე და შევირბინე. ხაზს რომ გადავცდი, ვფიქრობდი რომელ ფეხბურთელთან მივსულიყავი, მაგრამ უკან რომ მოვიხედე, იმდენი ადამიანი მომდევდა, შევშინდი. მალდინის პირადად ნახვა მინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მივასწარი. ფეხი სველ ბალახზე ამისრიალდა, დავეცი და ასმა კაცმა დამიჭირა. ჩემი სურვილია, რომ ფეხბურთის თამაში ბოლომდე გავაგრძელო" - განაცხადა თორნიკე კაპანაძემ.

ნახეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი