უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

4 ოქტომბრამდე საქართველოში არამდგრადი, წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

როგორც AMBEBI.GE გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, ხვალ დასავლეთ საქართველოში ცივი ჰაერის მასების გავრცელება მოხდება, რის გამოც დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა არსებულთან შედარებით დაიკლებს და 19-23 გრადუსი იქნება. ხვალ აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, წინა დღეებთან შედარებით ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და 20-21 გრადუსი იქნება.

2-3 ოქტომბერს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი. ამასთან, სტეფანწმინდაში, ყაზბეგში, ჯვრის უღელტეხილზე ღამით შესაძლოა იყოს თოვლჭყაპი. დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 13-18 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღისით - 13-16 გრადუსი იქნება.

იხილეთ ვიდეო: წვიმა, თოვლჭყაპი, ცივი ჰაერის მასების გავრცელება - როგორი ამინდი იქნება 4 ოქტომბრამდე საქართველოში?

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი