"მე დღეს პირველად დავესწარი მშობიარობას... საღვარღვარებელი რამეა" - ქართველი სტუდენტ-გინეკოლოგის ემოციური ჩანაწერი

"მე დღეს პირველად დავესწარი მშობიარობას... საღვარღვარებელი რამეა" - ქართველი სტუდენტ-გინეკოლოგის ემოციური ჩანაწერი

ჯერ თვითონ სიტუაცია:

რატომღაც სულ წარმომედგინა, რომ მშობიარობენ დიდ დარბაზში, აპარატურით რომ არის გადაჭედილი და ჩვიდმეტი ექთანი, სანიტარი და ექიმი ახვევიათ და ერთი ამბავია...

არადა, რომ გაიხსნებიან კარგად, გადმოიყვანენ ცალკე პალატასავით ჩვეულებრივ მყუდრო ოთახში და თვითონ მშობიარობაზე არის ერთი ან ჰა, ორი ექიმი, ის მეორე დგას და უყურებს, ერთი ბებიაქალი, ერთი სანიტარი იქვე და ვსო..

ნუ მეუღლე ან ვინმე თუესწრება ისიც...

ისე მშვიდად და შინაურად, გეგონება ჩვეულებრივი ამბავია

არადა, რაღაცამხრივ, მართლა ჩვეულებრივი ამბავია.

ოდესღაც რომ სახლში

მშობიარობდნენ ქალები ან გომურებში, ეგეთი

და არა გაქაფული, ისტერიული ფაცური აქეთიქით და ვაიმევაიმე...

ჰო, მერე პირველი, რომელიც ვნახეთ, მესამე მშობიარობა იყო მამა რომ გამოვარდა პალატიდან, სისხლი მოსდის თუ რას ეძახით მაგას თქვენ, წყლებსოო

და ექიმი რომ შევიდა და ბუშტი მოხსნა, ანუ ნაყოფის წინ რა წყლებიც იყო, ისინი დააღვრევინა, თმა უკვე ჩანდა.

მერე შემოვიდა ექიმი და სანამ ქალი ერთი სამჯერ გაიჭინთა, თანაც ისე უბრალოდ, უწვალებლად და მე დედას ვუყურებდი, რომ მოვიხედე, აბა თავი თუ უფრო გამოჩნდა ბავშვისა-მეთქი, უკვე ხელში ეჭირა ბებიაქალს და "დაუწვინეთ დედას, დაუწვინეთო" იძახდა.

აი წკლაპანით გამოვიდა.

ჰოდა ვუყურებ და უცებ მივხვდი, მომდის ცრემლები ღვარღვარით.

გავხედე მარის, ისიც აცრემლიანებულია,

ვუყურებთ ეგრე ერთმანეთს გაღრეჭილები დებილებივით და ვღვარღვარებთ;

მერე მამას ვეუბნები, გილოცავთ-მეთქი და ისიც კი კარგად სრუტუნებდა, მარა ცოტა ხანი თვალდაჭყეტილი დამაკვირდა, ამას რაღა ჯანდაბა ატირებსო...

ბიჯო, აი ჰო გეგონება, არაფერი, ამ დროს ჰო ყველაფერი, მარა მაინც გეგონება, არაფერი. ბავშვი წეღან მუცელში იყო, ახლა დედას უწვენია მკერდზე და ათბობს.

ახალი სისოცხლე და ეგეთი პათეტიკური ფრაზები არ მაჩუყებს მე მოვკტე,

მარა მაინც საღვარღვარებელი რამეა;

ჰო, კიდე, მშობიარობის განმავლობაში მამა ჰო იდგა გვერდზე, აი, ერთი სული რო აქვს, გაიშხლართოს, მარა ვერ გაიშხლართება, რას უყუროს და რაზე გადაიტანოს ყურადღება, სანამ მორჩება, რომ არ იცის და ეს ქალი მშობიარობს თავისთვის განაგრძეთ კითხვა

რას ყვება ცნობილი ნეიროქირურგი, რომელიც პაციენტის ნათესავმა სცემა - "გავიდა კორიდორში და დედა შემაგინა... ამას მოჰყვა ხელჩართული ომი"

ყველაზე ახალგაზრდა რეინჯერი ქალის რთული და საინტერესო ცხოვრება - "ვიღვიძებ, ტყეში გავდივარ და არ ვიცი რა მოხდება"

2020 წლიდან სტადიონებზე მოწევა აიკრძალება