რატომ დგება საქართველოში ზაფხულის შემდეგ პირდაპირ ზამთარი?

რატომ დგება საქართველოში ზაფხულის შემდეგ პირდაპირ ზამთარი?

შემოდგომის კლიმატი საქართველოში, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, ბოლო წლებია ზაფხულიდან პირდაპირ ზამთარში ვინაცვლებთ.

ჩვენს ქვეყანაში ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსი, რამაზ ჭითანავა გლობალური დათბობის პრობლემას უკავშირებს. მისი თქმით, კლიმატური ცვლილებები მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოზეც აისახება.

როგორი ზამთარი იქნება წელს საქართველოში?

"ასეთ ანომალურ მოვლენებს, არამხოლოდ ჩვენ, არამედ ამ სფეროში მომუშავე გამოჩენილი მეცნიერები კლიმატის ცვლილებებს უკავშირებენ. ბოლო 30 წლის განმავლობაში დედამიწაზე ტემპერატურამ საშუალოდ 0,80 გრადუსით აიწია. თითქოს ეს უმნიშვნელოა, მაგრამ აშკარად დაირღვა მრავალი საუკუნის მანძილზე ჩამოყალიბებული კლიმატური სისტემა, შეიცვალა ატმოსფეროს ცირკულაციური პროცესები, რამაც ამა თუ იმ რეგიონისთვის იშვიათად გამეორებადი მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და მათთან დაკავშირებული გეოლოგიური ხასიათის მოვლენების გახშირება გამოიწვია. მაგალითად, ბოლო წლებში, საქართველოში წყალდიდობების, წყალმოვარდნების, თავსხმა ნალექების, გვალვების, ღვარცოფების, მეწყერების გამეორება საშუალოდ, 1,5-ჯერაა გაზრდილი. გაზრდილია აგრეთვე მათი ინტენსივობაც", - განმარტავს გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი.

ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის უფროსის თქმით, კლიმატის მკვეთრი ცვლილება იმდენად შესამჩნევია, რომ ცხელი სეზონიდან ცივ სეზონზე გადასასვლელად გარდამავალი პერიოდი უკვე აღარ შეიმჩნევა განაგრძეთ კითხვა

ფოტო: დაკოტა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი